მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა მდინარაძე : სააკაშვილი, ,,ნაცმოძრაობა" და მათი დავალებების მიმცემები, ლობისტების მეშვეობით საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ - 21 ივლისი 2023

,, ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები",- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

,,სააკაშვილი, ,,ნაცმოძრაობა"და მათი დავალებების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ! ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!

პარალელურად, მოპარული კვლევების ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს! ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს",- წერს მამუკა მდინარაძე. 

,,ufleba.ge"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია