მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მოქალაქეების“ სახელით მოვითხოვ, მოხდეს ყველა იმ პენსიონერის სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება, ვინც პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდით ისარგებლა - ქეთევან თურაზაშვილი - 05 სექტემბერი 2023

მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და თვალს ხუჭავს ყველაზე მოსაფრთხილებელი ადამიანების „ლიბერთი ბანკის“ მიერ ძარცვაზე, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მან საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ პენსიონრების გასაჭირის შესახებ, რომლებსაც ბანკმა პანდემიის დროს, საშეღავათო პერიოდის სანაცვლოდ, სესხის ვადა გაუზარდა.

დეპუტატის თქმით, სამართლიანი იქნება, თუ ყველა ასეთი პენსიონერის სესხი ძველ ჩარჩოში დაბრუნდება. თურაზაშვილი თავის გამოსვლაში იმ აბიტურიენტის საკითხსაც შეეხო, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უნივერსიტეტის გარეშე დარჩა.

თურაზაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს მხრიდან ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე მავნებლობაა.

ახალგაზრდამ, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უკეთდებოდა გათენებამდე, ერთი საათით დააგვიანა გამოცდაზე. მას ჰქონდა ყველა საბუთი, რაც ადასტურებდა, რომ მიზეზი, რის გამოც დაიგვიანა, საპატიო იყო. მიუხედავად ამისა, ის გამოცდაზე არ დაუშვეს. განათლების მინისტრი უსუსური არგუმენტებით ცდილობდა კითხვების მოგერიებას და ახალგაზრდების მიმართ დაუნდობელი სისტემის გამართლებას. ეს არის ქვეყანა, სადაც შესაბამისი თანამდებობის პირები, იმის ნაცვლად, რომ დღე და ღამეს ასწორებდნენ განათლების გამართული სისტემის შესაქმნელად, არ იშურებენ ძალას, ის ახალგაზრდებიც გააქციონ აქედან, ვინც აქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ეს არის მორიგი მავნებლობა ამ ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე. ამასთანავე, რაზეც მინდა, ვისაუბრო, ეხება პენსიონერებს, მათ სესხებს და იმ ხალხს, ვინც პანდემიის დროს ისარგებლა .. სამთვიანი შეღავათით და სესხები გაუგრძელეს სამი და ოთხი წლით. მეორე წელია, ვმუშაობ პენსიონრების საკითხებზე და გარწმუნებთ, მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და თვალს ხუჭავს ყველაზე მოსაფრთხილებელი ადამიანებისლიბერთი ბანკისმიერ ძარცვაზე.

აგვისტოში შეიქმნა პრეცედენტი და პენსიონერს, რომელსაცლიბერთიმსამი წლით გაუგრძელა სესხის ვადა 2026 წლამდე, დღესლიბერთი ბანკისსესხი აღარ აქვს. ჩვენი რეკომენდაციებით და ეროვნული ბანკის ჩართულობით, ამ ადამიანის სესხი დაბრუნდა ძველ ჩარჩოში და დასრულების თარიღად განისაზღვრა ისევ 2023 წელი. მთელი სამი წლით შეუმცირდა სესხის ვადა სამართლიანად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეებისსახელით მოვითხოვ, მოხდეს ყველა იმ პენსიონერის სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება, ვინც პანდემიის დროს .. საშეღავათო პერიოდით ისარგებლა. ყველა პენსიონერი არ არის ერთნაირად აქტიური, ყველას არ შეუძლია გადაადგილება, ყველას არ შეუძლია ადვოკატის აყვანა. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის აქტიურობა და დაუყოვნებლივ ერთიანი მიდგომის შემუშავება, რომ ეს პრეცედენტი ავტომატურად გავრცელდეს ყველა პენსიონერზე“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

წყარო: „პირველი არხი“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია