მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ არსებულ პრობლემებს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ სამომავლო სამმხრივ ფორმატზე მუშაობას - ილჰამ ალიევი - 21 სექტემბერი 2023

შორს არ არის დღე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ მათ შორის არსებულ პრობლემებს, ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ თანამშრომლობის სამომავლო სამმხრივ ფორმატზე მუშაობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთის მიერ გუშინ და დღეს გამოვლენილი პოზიცია იმედს იძლევა.

„ასევე უნდა ვთქვა, რომ ვისაც ვეზიზღებით, ვისაც სძულს ჩვენი მიწა და ვინც ვერ ეგუება ჩვენს წარმატებას, არასოდეს დაივიწყოს, რომ „რკინის მუშტი“ ადგილზეა და მუდამ ადგილზე იქნება! კარნახის და ულტიმატუმის ენით ვერავინ დაგველაპარაკება! ნუ დაივიწყებთ ამას! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – განაცხადა ალიევმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია