ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, როგორ უყურებენ ამ საკითხს.
„ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს, ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს. ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. რადგან მსოფლიოში არეულია და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან, ჩვენც გვეტყვიან, მასე გააკეთეთო, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ და რა გვინდა. ჩვენთანაც პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, ვისაც მომავალში უნდა მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია. ერთს, პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, ამ თემაზე რომ წავიდა საუბარი, თქვა, ეს რუსული ნარატივიაო. რუსი და არაქართველი შენ ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
წყარო: "პირველი არხი"