მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თანხით, რომლითაც თავის დროზე შეიძენდით 15 ლიტრ საწვავს, ახლა შეიძენთ 10 ლიტრს - ლევან ხაბეიშვილი - 16 მარტი 2024

დავიწყოთ საქმით, ერთ ხელში მიჭირავს 15-ლიტრიანი ავზი, მეორეში 10-ლიტრიანი, ფაქტობრივად, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა 15 ლიტრიდან ხუთი ლიტრი მოგვპარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „დისკუსია, რომელიც გაიხსნა და უკავშირდება საწვავის გაძვირებულ ფასებს, არ მოეწონათ და თქვეს, მაგას 2012 წელს როგორ ადარებთო“.

„კიდევ ერთხელ დავსვამთ შეკითხვას, რომელსაც ვსვამთ ამ დღეების განმავლობაში: 1.65 თეთრად საქართველომდე მოდის ერთი ლიტრი საწვავი და საქართველოში როგორც კი გარკვეულ პროცედურებს გაივლის, ხდება 3.20 თეთრი. როგორ შეიძლება, ფოთისა და ბათუმის პორტიდან გამოსული საწვავი უცბად გახდეს 3.20 თეთრი? ორჯერ გაძვირდა მოქალაქისთვის, ვინც ყოველდღიურად ამ ფასებს ეხება. ასევე არგუმენტი, რომ სადღაც უფრო ძვირი ღირს – აბა, ევროპის ფასები ნახეთ – ევროპის პენსიები, ხელფასები, შემოსავლები ნახეთ, იქ ადამიანები 50 დოლარად, 100 დოლარად  თვიდან თვემდე არ მუშაობენ. 100 დოლარზე როცა ვლაპარაკობ, 29 ათასამდე ადამიანი მუშაობს 200-დან 300 ლარამდე ხელფასზე. ამ დროს მთავარ შეკითხვას როცა ვსვამთ, რატომ ძვირდება საწვავის ფასი, რატომ ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, ხელისუფლებას არათუ პასუხი აქვს, არამედ გვეუბნება, ეს არის მოგონილი პრობლემა, რომ ეს პრობლემა ხალხს არ აწუხებს. ხალხმა კარგად იცის, ბენზინზე როცა ვსაუბრობ, 10-15 ლიტრ საწვავს ჩვენი მოსახლეობის 200-300 ათასი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს და მათთვის გაძვირდა ეს საწვავი. როცა ძვირდება საწვავი, ყველას ესმის, რომ ძვირდება ყველა მომსახურება. თქვენ რომ გამოდიხართ ოჯახიდან, მარკეტში შედიხართ და პროდუქტი გაძვირებული გხვდებათ, შემდეგ საწვავი უნდა ჩაასხათ – გაძვირებულია. თუ საწვავს არ ასხამთ და ტრანსპორტით მგზავრობთ, ის ტრანსპორტიც გაძვირდა, რადგან საწვავია გაძვირებული, სახლში მიბრუნდებით და კომუნალური დაგხვდებათ გაძვირებული, ამიტომ ეს არის ის პრობლემები, რომლებიც გვაინტერესებს ჩვენ, თქვენ და ხალხს. ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გამოსავალზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. მათ უნდა ჰქონდეთ პასუხები და არა – ცინიზმი, დაცინვა, თქმა იმის, რომ თურმე ხალხს არ უჭერს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია