მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა - 02 ივნისი 2024

„YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის; გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“

ფერადი და სახალისო ფესტივალი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თბილისში, 31 მაისს პირველი ნაბიჯი- ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ნაბიჯი 25 წელზე მეტია მომსახურებას უწევს 0-დან 18 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს 10-მდე პროგრამის ფარგლებში. მათ შორის 6-18 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრმა შექმნა გარემო, სადაც ბავშვები სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას და მეგობრების შეძენას ახერხებენ, სწავლობენ კომუნიკაციას, საკუთარ თავზე ზრუნვას და აქტიურად არიან დაკავებულები სპორტული ცხოვრებით.

აკვაგრიმი, საპნის ბუშტების შოუ, ინტერაქტიური თამაშები - ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უფროსები გაერთიანდნენ და პატარებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიების სპონსორი და აქტიური მხარდამჭერი იყო სტარტაპი YOLO, რომელიც შთაბეჭდილებების მაღაზიის ონლაინ პლატფორმაა და სადაც შეგხვდებათ თბილისის საუკეთესო ღონისძიებების აფიშა.

პროექტში YOLO- მთავარი მოტივაცია იყო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განწყობის შექმნა და იმის ხაზგასმა, რომ საჭიროა მხარდაჭერა, მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

„YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია