მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
19 აპრილი 2016
გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნებს?
საარჩევნო გარემოს რადიკალური გაუმჯობესება ის ნაბიჯია, რომლის გადადგმა დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. შედეგად, ქვეყანაში მოქმედებს სისტემა, რომელიც მხოლოდ მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს. მაგრამ წყალნი მიდიან და მოდიან, ხოლო მახინჯი კენჭისყრის შედეგებს ისევ საზოგადოება იმკის.
   
12 აპრილი 2016
ვინ როგორ შეძლებს ამომრჩევლის გულის ოქროს გასაღების მოძებნას?
სამწელიწადნახევრიანი ჯახირის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია. პრინციპში, ლომისა და კრავის მწვანე მდელოზე მშვიდობიანი ძოვა უფრო ადვილად წარმოსადგენი იყო, ვიდრე ამ „პოლიტიკური ერთობის“ შენარჩუნება. ქვების შეგროვების ხანა დასრულებულია და ახლა მათი სროლის დროა. მიზანში ვინ უფრო კარგად მოარტყამს, ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებზე გამოჩნდება.
   
16 მარტი 2016
ლარის და ფასების ბედი მთავრობის ხელშია
"ბიუჯეტში ფული არ შემოდის. მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრისგან ფეხს ითრევს. თავს იმართლებს, რომ ამას მოგების გადასახადის შემცირებით წარმოქმნილი დანაკლისის დასაბალანსებლად გავაკეთებთო. ანუ იქით აყვედრის ხალს: გინდათ ნაკლები გადაიხადოთ, ე.წ. ესტონური მოდელი დავნერგოთ? მეტად მოუჭირეთ ქამრებსო. სინამდვილეში ეკონომიკა გაჩერებულია და შემოსავლებშიც პრობლემებია. საკითხი ასე დგას: ან სეკვესტრი, ან ლარის გაუფასურება და ინფლაცია. ორნახევარი თვე გავიდა, მთავრობა კი კვლავ ილუზიებში დაცურავს. შარშანდელივით".
   
29 თებერვალი 2016
რატომ შეწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ აგვისტოს ომის გამოძიება?
როგორც ჩანს, საერთაშორისო სამართლის „აქლემი“ მალე 2008 წლის ოკუპაციის შემოქმედთა წინაც დაიჩოქებს. მანამდე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება და სრულიად კონფიდენციალური დარჩება. ამის შესახებ პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით.
   
01 თებერვალი 2016
რატომ არის „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გამიზნული?
ოპოზიციისა და საექსპერტო საზოგადობის პროტესტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები რუსულ „გაზპრომთან“ ნახევრად გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აგრძელებენ. ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. მისივე თქმით, ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა.
   
03 იანვარი 2016
პროფკავშირები მთავრობას მინიმალური ხელფასის გადახედვისკენ მოუწოდებს
პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, პროფკავშირების ოგანიზებით ღირსეული შრომის დღის აქცია ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
   
24 აგვისტო 2015
სადამდე გაგრძლდება რუსული აგრესია საქართველოში?
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას აგრძელებს. ე.წ. სამხეთ ოსეთს რესპუბლიკის „სასაზღვრო ბანერი“ უკვე დასავლეთის ტრასიდან ერთ კილომეტრში დადგეს. ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტს შედეგი არ მოაქვს. ადგილობრივ მოსახლეობას „საზღვარს“ იქით დარჩენილი მიწებიდან მოსავლის აღების შესაძლებლობა მხოლოდ შემოდგომამდე ექნება, ისიც თუ თბილისში „ჭკვიანად“ იქნებიან და ზედმეტს არ იხმაურებენ.
   
17 აგვისტო 2015
არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან
კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარის არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები 21 ივნისს შეექმნა, როდესაც კახში არ შეუშვეს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არქიმანდრიტს განუცხადეს, რომ „შავ სიაშია“ შეყვანილი. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაა, რომ კახში მოღვაწე საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა აიღონ. ამის გამო, არქიმანდრიტი ამ დროისთვის კახში ღვთისმსახურებას ვერ ახორციელებს.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE