მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
პოლიტიკა
19 მაისი 2014
რატომ უზღუდავენ ჩეჩენ საიხან მუზაევს საზღვრის გადაკვეთის უფლებას?
ქართველმა სამართალდამცავებმა ჩეჩენ საიხან მუზაევს უკვე მეთორმეტეჯერ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისი ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართულ სპეცსამსახურებს ეთნიკურად ჩეჩენის მალულად რუსი კოლეგებისთვის გადაცემა სურთ“. თავად მუზაევი ამბობს, რომ მიუხედავად ოფიციალური უწყებებისადმი მრავალგზის მიმართვისა, ამ დრომდე არავინ აძლევს განმარტებას, რატომ არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
08 მაისი 2014
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“: ჟურნალისტის უფლება არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო არის მისი უფლება და არა ვალდებულება
"ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ უნდა აფასებდეს სუბიექტური შეხედულებით რომელიმე მედია ორგანიზაციის საქმიანობას. პრემიერის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 „აქტიურობს“, „აქვს ახალი იდეები“ და რომ მომხდარი არ შეესაბამება სიმართლეს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩარევად. ამასთან, პრემიერის განცხადებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესსა და მის შედეგზე".
07 მაისი 2014
კახა კახიშვილი: თუ გამოძიება ფარული ჩანაწერის ფაქტზე ჭეშმარიტებას არ დაადგენს, კითხვები ხელისუფლებასთან გაჩნდება
"თუ გამოძიება უმოკლეს ვადაში საზოგადოებას არ წარუდგენს დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხს, რასაკვირველია, კითხვები ხელისუფლების მიმართ გაჩნდება. ამიტომ, პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად საქმეზე ჭეშმარიტება, ამის ჩამდენი პირები და პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს".
01 მაისი 2014
კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზაციები პრემიერმინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ
საგანგაშოა პრემიერმინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას“ ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას.
01 მაისი 2014
პრემიერი ღარიბაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ „ძირგამომთხრელ საქმიანობად“ აფასებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს მოუწოდა კანონპროექტი მოსმენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს: „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს“. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.
04 აგვისტო 2013
საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ. 17 სექტემბრამდე კი მათ 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ .
02 აგვისტო 2013
„რუსეთის თავისუფალ შემოტევას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“
"საქართველო ვალდებულია, რომ რუსეთის თავისუფალი შემოტევა, რასაც წინააღმდეგობა არ ეწევა, არათავისუფალ შემოტევად შეცვალოს; შემოტევად, რომელსაც წინააღმდეგობა ეწევა მოხალისეების საშუალებით, რომლებსაც მკლავზე რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ექნებათ. გადმოვიდა რუსი ღობეზე, უნდა მიხვიდე და უთხრა, მაჩვენე დოკუმენტი, ვინ ხარ და რას მოდიხარ. თუ ფორმიანმა წინააღმდეგობა გაგიწია, ცეცხლი უნდა გაუხსნა და ადილზე გაანადგურო. თუ მან დაგასწრო და მოგკლა, ორსავე შემთხვევაში ეს იქნება ინციდენტი, რომელსაც რუსეთი ვეღარ გაიმეორებს".
10 აპრილი 2013
რატომ არ აპროტესტებს საგარეო უწყება აჰმეთ დავუთოღლუს სკანდალურ გაცხადებას?
"თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის პირდაპირი და ღია აგრესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. როდესაც უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ პრეტენზია აქვს აჭარასთან დაკავშირებით, წელში გამართული ქვეყანა, საერთოდ, დიპლომატიურ ურთიერთობას გადახედავდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომ, ელემენტარული პროტესტი მაინც უნდა გამოითქვას აღნიშნულ გამოხდომაზე. თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნდა დაიბარონ და პასუხი მოსთხოვონ, რატომ აკეთებს მინისტრი არამეგობრულ განცხადებებს".
<<
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2025 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE