 |
26 მაისი 2023
რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში”
,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს ”
როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რა საფრთხეებია მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
|
სრულად>> |
|
 |
21 მაისი 2023
ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება”
ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება “კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს.
რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და
რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
|
სრულად>> |
|
 |
18 მაისი 2023
კობა ხაბაზი ,,თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო"...
,, ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ არა...აქ იმიტომ ვარ, რომ მაქვს განცდა ჩემს მიერ გასროლილი ერთი ჭურვით უკრაინასა და საქართველოსთვის უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე მანდ, საქართველოში აქციებზე ყოფნით, სიტყვით გამოსვლით, ანდაც სოციალურ ქსელებში რაღაც პოსტების წერით. დიახ, ერთი ჭურვით გაცილებით მეტ საქმეს ვაკეთებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. აი, ეს განცდა, რომ არ მქონდეს, აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. დოჩანაშვილს აქვს ნათქვამი - ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა სჭირდებაო... მაგრამ მიუხედავად ამისა ( და უხერხულობისა), მაინც ვიტყვი - მე, კობა ხაბაზს ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს, საქართველოს სიყვარულის გარეშე და ვერც ვერასდროს ვიცხოვრებ”, - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, კობა ხაბაზის სიტყვებია. ,,ufleba.ge” მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა ხაბაზს უკრაინაში დაუკავშირდა.
|
სრულად>> |
|
-
-
 |
15 მაისი 2023
ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი
შარშან, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად. გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა.
ტრაგედიის ქრონიკა: 25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. |
სრულად>> |
|
-
 |
25 მარტი 2023
რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეკოციდის მუხლით რუსეთის გასამართლება?
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს. |
სრულად>> |
|
|