მთავარი თემები |
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
|
20 მარტი 2024
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
„ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. |
სრულად>> |
|
|
10 მარტი 2024
ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. |
სრულად>> |
|
-
-
|
21 თებერვალი 2024
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა. |
სრულად>> |
|
|
19 თებერვალი 2024
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში. |
სრულად>> |
|
|
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ. |
სრულად>> |
|
-
|
05 დეკემბერი 2023
„ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
|
23 ოქტომბერი 2023
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ. |
სრულად>> |
|
|
20 ოქტომბერი 2023
„გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
16 ივნისი 2021 ხელისუფლება გვპირდებოდა ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა, არაფერი გააკეთა, ოჯახი გადავდივართ ცხინვალში - გახელაძის მამა "ხელისუფლება ყველანაირად გვპირდებოდა, რომ გვერდში დაგვიდგებოდა და ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა. მეთორმეტე თვე დაიწყო, რაც ჩემი შვილი დაკავებულია, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვს დაბადების დღე და მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალის ტერიტორიაზე. სახლში რომ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ - ვზივარ, თუ ვწევარ, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. მირჩევნია, მეც მოვიხადო 12 წელი, ვიდრე აქ ველოდო", - აცხადებს მიხეილ გახელაძე. |
|
|
|
|
|
|
|
|
16 ივნისი 2021 დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - თენგიზ ცერცვაძე "კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არც ერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. ე.წ. ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას“, – განაცხადა ცერცვაძემ. |
|
|
|
|
|
|
14 ივნისი 2021 კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა. |
|
|
|
|
|
|
|
|
13 ივნისი 2021 ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან, სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“ - გია მურღულია ასეთ დროს თვალსაჩინო ხდება ორი რამ: 1. სიცოცხლე ხანმოკლეა და არავინ იცის, როდის, სად და როგორ გაწყდება; 2. ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან. სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“. ეს ის არის, რასაც წერილში, რომელსაც ალბერტ აინშტაინს მიაწერენ ხოლმე, „სიყვარულის ბომბის აფეთქება“ ეწოდა. დაიმახსოვრეთ წამი, რომელიც გახსენებთ, რა ძვირფასია ადამიანი თქვენთვის. მან შეიძლება, თქვენი ცხოვრების უარეს წამთაგან გიხსნათ“, – წერს გია მურღულია „ფეისბუქზე“. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11 ივნისი 2021 ცეცხლს ნუ ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე „ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|