მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
05 ივნისი 2012
ქალბატონი კლინტონი საქართველოში მიდის
კარგი გზავნილის საკვანძო ელემენტების შემუშავება მართლაც იოლია: უნდა დაფასდეს მთავრობის მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმები; სააკაშვილს უნდა შეახსენონ, რომ საქართველო მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სააკაშვილი; ხაზი უნდა გაესვას თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში; მეგობრულად უნდა ურჩიონ ოპოზიციას, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება, შედეგები უნდა აღიარონ. (რამდენიმე ექსპერტი ვარაუდობს, რომ ისინი უმრავლესობას მიიღებენ, საუკეთესო შემთხვევაში, მათ რეალურად პარლამენტში მანდატების კარგი რაოდენობის მოპოვების იმედი უნდა ჰქონდეთ).
   
04 ივნისი 2012
დიქტატორები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გგონიათ
არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორები – ბრიყვები, ყოველ შემთხვევაში, შერეკილი ხალხია. მუამარ კადაფი სერიოზული გიჟი იყო, რომელსაც მოდაზე არანორმალური შეხედულებები ჰქონდა; კიმ ჩენირს – უცნაური ვარცხნილობა და მიდრეკილება სიურეალისტური ლოზუნგების გამოგონებისკენ. ხოლო ბირმის გენერლები ნამდვილი ცხოველები იყვნენ – ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე რჩევას მკითხავებს ეკითხებოდნენ და ადამიანებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხვრეტდნენ.
   
02 ივნისი 2012
საქართველო: დემოკრატიზაციის შავბნელი მხარე
თავისუფლებას მეორე მხარეც აქვს. საქართველოში ეს გამოიხატება ციხეებში პატიმრების რაოდენობით – რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი პროპორციული თვალსაზრისით რუსეთზე მაღალია, ასევე სასამართლო სისტემაში, რომელიც ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება.მაშინ როდესაც საქართველოში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თბილისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე დემოკრატიზაციის სფეროში ლიდერია, ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – 531 პატიმარი 100 ათას ადამიანზე.
   
02 ივნისი 2012
ქართულმა ოპოზიციამ დემონსტრაციაზე ათობით ათასი ადამიანი მიიზიდა
გია ნოდია, განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანი ხასიათი ქართული საჯარო პოლიტიკის სიმწიფის ნიშანია. წინათ, ამბობს ის, ასეთი მოვლენა ძალაუფლების ხელში ჩაგდების კამპანიის ნაწილი იქნებოდა და მთავრობის მყისიერი გადადგომის მოთხოვნებსაც წამოაყენებდნენ.“ახლა კი ოპოზიციის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ მთავრობა არჩევნებით,” განაცხადა მან. “ივანიშვილმა მოახერხა ოპოზიციურად გამწყობილი ელემენტების გაერთიანება და ის ფაქტი, რომ ეს ხალხი არ ითხოვდა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას, არამედ უბრალოდ საარჩევნო კამპანია დაიწყეს, ძალიან პოზიტიურია”, განაცხადა მან.
   
25 მაისი 2012
ჟურნალისტებზე ზეწოლის გამოუძიებელი ფაქტები
მიმდინარე წლის 24 აპრილს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა ყვარელში მუშაობის საშუალება არ მისცა ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ჟურნალისტ ნათია დანელიშვილს. რედაქციის ინფორმაციით, ნათია დანელიშვილი ახლადგახსნილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლას და შიგნით არსებული სიტუაცის გადაღებას პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცდილობდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია ბანძელაძემ მას ”რუსთავი 2-ის” პირდაპირი ეთერისთვის ყურება და მასალის ამ გზით მომზადება ურჩია და ტერიტორიაზე არ შეუშვა.
   
25 მაისი 2012
ახალბედა ჟურნალისტებმა ზეწოლის გამო პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს
ჟურნალისტების განსაკუთრებული აღშფოთება ბოლო ორი თვის მანძილზე კოლეგებზე ზეწოლის 20-მდე ფაქტმა გამოიწვია. გარდა ამისა, კვლავაც გამოუძიებელია 26 მაისის ღამეს ჟურნალისტების უფლებების შელახვის ფაქტები, ასევე, სხვა საქმეები. როგორც წესი, განსაკუთრებული ცემა-ტყეპა და საქმეების გარჩევა დედაქალაქიდან რეგიონებში ოფიციოზის ჩასვლას მოჰყვება ხოლმე, როცა პრეზიდენტის თანმხლები პირები ჟურნალისტებს კამერებსა და მიკროფონებს ართმევენ და გადაღებულ მასალას უშლიან.
   
25 მაისი 2012
26 მაისის სასტიკი დარბევიდან ერთი წელი სრულდება
ორი ადამიანი მეტრო „თავისუფლების მოედანის“ მიმდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი. ხელისუფლებამ ცინიკურად განაცხადა, თითქოს მათი გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან შეხება გახდა... კინოთეატრ „რუსთაველის“ ფოიეში შეყვანილი მომიტინგეების ნაწილს, რამდენიმე საათის განმავლობაში მხეცურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. განსაკუთრებით მძიმე და დამამცირებელი ტანჯვა-წამება გადაიტანეს სოსო ჯაჭვლიანმა, ლუკა კურტანიძემ და სხვებმა. ფაქტიურად, იგივე ხდებოდა უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტების თვალწინ. სხვათა შორის, არაერთი ჟურნალისტი თავადაც დაზარალდა პოლიციელთა ხელკეტებისგან.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია