მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
18 ივნისი 2012
კლინტონი ააღელვა პირქუშმა ქართულმა სატირამ
მათთვის ჩვეული ეშმაკობით, საკუთარი მთვარობის რეფარმატორობით ამაყმა ქართველმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაოგნებულ დიპლომატს, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სწრაფად მუშაობენ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ოდესღაც ასე არაეფექტური საჯარო სამსახურები, ქართული პასპორტის ასლი გადასცა. კლინტონმა კამერების წინ ნერვულად გაიცინა, სააკაშვილმა კი განაცხადა, „ახლა თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ქართულ არჩევნებში, პრობლემა არაა.“ ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, როგორც ჩანს, თავს უხერხულად გრძნობდა. განზრახ, თუ უნებლიეთ, ეს ხრიკი, იმ საპასპორტო დრამის პირქუშ სატირას დაემსგავსა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკა წელს მოიცვა და, რომელიც საკუთარ თავში ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის სერიოზული შედეგების საფრთხეს შეიცავს.
   
18 ივნისი 2012
სააკაშვილი, როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს იღონებს
დღეს საქართველოს შიდა პოლიტიკა უკიდურესად რთულია. პრეზიდენტი სრულად მოწყვეტილია ქვეყნის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ხელისუფლების პარტია მკვეთრად უპირისპირდება ოპოზიციას და ოპოზიციონერებს, და როგორც ეს ადრე ავღნიშნეთ, ხშირად იყენებს რუსულ საფრთხეს იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინოს და ადგილობრივ მოსახლეობას მათი მტერთან (ამ შემთხვევაში კრემლთან) „კოლაბორაციონიზმზე“ ეჭვები გაუჩინოს. ოპოზიცია კი თამაშის ტაქტიკის შეცვლას ცდილობდა და ერთადერთი კანდიდატის ირგვლივ დაიწყო გაერთიანება.
   
15 ივნისი 2012
საქართველოს პარლამენტის შენობა სამეცნიერო ფანტასტიკიდან: მომავლის ხედვა, თუ ძვირადღირებული კაპრიზი?
ოპოზიციური ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის მშენებლობა საიდუმლოების საბურველით იყო მოცული და სახელმწიფო სახსრებიდან პროექტისთვის „სრულიად არაგამჭვირვალედ“ სულ ცოტა $45.3 მილიონია გაღებული, აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისური უფლებადაცვითი ჯგუფი. საიას ანგარიშშის თანახმად, დოკუმენტები, რომელიც მოითხოვეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად, იმით დამთავრდა, რომ მიიღეს მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი, ხოლო სხვებზე კი უარი უთხრეს. „მონიტორინგის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ ინფორმაცია პარლამენტის მშენებლობაზე მთლიანად დახურული იყო,“ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
   
13 ივნისი 2012
ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით მაგნატმა, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერი გახდა, ჯარიმის სახით $91 მილიონი უნდა გადაიხადოს
ორშაბათს საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და წამყვანმა ფილანტროპისტმა, კანონი დაარღვია იმით, რომ უფასოდ არიგებს თანამგზავრულ ანტენებს და საკუთარი კომპანიების კუთვნილ საავტომობილო პარკს პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნებას“ ახმარს. ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
   
11 ივნისი 2012
ქველმოქმედმა მილიარდერმა ქართული პოლიტიკა შეცვალა
ივანიშვილმა უარი თქვა პრივატულობაზე, მისივე თქმით, თავისი სამშობლოს სიყვარულის გამო და იმისთვის, რომ გააძევოს მთავრობა, რომელსაც ის ბრალს სდებს მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაღრმავებაში. „56 წლის ასაკში ძნელია პოლიტიკოსობის სწავლა. მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. მაგრამ მთავარი ჩემი ქვეყანაა,“ განაცხადა მან თბილისის ოფისში, რომელსაც ერთ მხარეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს შენობა ემიჯნება და მეორე მხრიდან – კაზინო.
   
09 ივნისი 2012
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, საქართველოს შემდეგი არჩევნები „გარდამტეხია“
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა კონგრესმენმა, დემოკრატმა ჰოვარდ ბერმანმა (კალიფორნია) განაცხადა, რომ ის „შეწუხებლია ძალისხმევით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ცნობილ პოლიტიკურ ოპონენტს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოს“ – ბერმანი მილიარდერ ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა. ბერმანმა დაგმო ასევე „ცნობები ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერების დაშინების, მათ შორის მათთვის მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ“.
   
06 ივნისი 2012
კლინტონი საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
მიუხედავად იმისა, რომ მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტი-კორუფციულ ძალისხმევას, აშშ-ს ოფიაციალურ პირებს აშინებთ დომინირება სააკაშვილისა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული 2003 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ეს დომინირება აძნელებს სხვა ლიდერებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასპარეზზე გამოსვლას.
   
06 ივნისი 2012
არჩევნები საქართველოში: კლინტონის მოწოდება
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონკურენტუნარიანი კამპანია და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყონ“, განაცხადა კლინტონმა ამერიკელ და ქართველ ჩინოვნიკებთან შეხვედრისას. „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი უნარების და პრაქტიკის გამომუშავებაა, რაც დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს“, დასძინა მან.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია