მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
21 ივნისი 2012
უკურეაქცია საქართველოში
„ლგბტ“ საზოგადოება უკვე მიიჩნევს თავს ცხარე პოლიტიკური თავდასხმების და მისგან გამომდინარე სოციალური რეაქციების ობიექტად. გასულ თვეში, 17 მაისის აღლუმის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, „იდენტობა“ იძულებული გახდა თბილისის ოფისი დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც მეზობლებმა აგრძნობინეს, რომ მათთვის მიუღებლები არიან. გაჩნდა ასევე ახალი ჰომოფობიური და გეების საწინააღმდეგო ქართულენოვანი ჯგუფები facebook-ში, ამათგან ერთ-ერთი ჯგუფის წევრების აზრით, საუკეთესო გზა გეების დახოცვაა. „მე ვფიქრობ, მათ გადაწყვიტეს, ცოცხლად დაგვწვან“ – თქვა მშვიდად ვაჭარაძემ. „ამაშია საქმე; ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი დროა; ასეთი ხმაური ჩვენს გარშემო, არასდროს ყოფილა, თუმცა…“, ის გაჩერდა, რათა შესაფერისი სიტყვა მოეძებნა „ჩვენ არ გვინდა, რომ გვეშინოდეს“.
   
20 ივნისი 2012
„არც „რუსთავი 2“ იქნება, არც „იმედი“ – არც თქვენ“!
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამოუკიდებელ ჟურნალისტებს რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქების დროს ისევ პრობლემებს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ 2 ივნისს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის თემა ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქების გამარტივება იყო, შეხვედრის შემდეგაც იგივე მდგომარეობაა.
   
20 ივნისი 2012
მოქალაქეებს ქონებას გაფრთხილების გარეშე გაუყიდიან?!
ძალიან მალე სააღსრულებლო ბიუროს წარმოუდგენელი უფლება მიენიჭება. უახლოეს მომავალში პარლამენტი საკრედიტო დავალიანების აღსრულების შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომლის თანახმად, აღმასრულებელს უფლება ექნება, მოქალაქის ქონება აუქციონზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაყიდოს. ეს ამბავი სააშკარაოზე ლეიბორისტებმა გამოიტანეს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ასეულ ათასობით მოქალაქე ქუჩაში აღმოჩნდება, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, 300 000-მდე სხვადასხვა სახის უძრავი ქონება ბანკშია ჩადებული და იპოთეკითა დატვირთული.
   
19 ივნისი 2012
თემურ ჭიჭინაძე: ”სავსებით შესაძლებელია, დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი იყოს 7–8 თეთრი”
ტარიფი უმართებულოდაა გაზრდილი. ამას გარდა, გეტყვით, რომ 1999 წელს შეწონილი ტარიფი შეადგენდა 2,7 თეთრს და ”თელასი” მაშინ კილოვატ ენერგიას 12 თეთრად ჰყიდდა. დამერწმუნეთ, არ არის რეალურად განხორციელებული იმდენად მასშტაბური ინვესტიცია, რომ ასეთი მაღალი ტარიფის არსებობა ამ დანახარჯებით იყოს გამოწვეული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კეთილი ნებისა და ანტიმონომოპოლიური (მოგეხსენებათ. ”თელასი” ბუნებრივი მონოპოლიაა) რეგულირების ამოქმედების შემთხვევაში დედაქალაქში ელექტროენერგიაზე ტარიფმა კილოვატზე 8 თეთრს არ უნდა გადააჭარბოს.
   
19 ივნისი 2012
წახალისებული სექსტურიზმი გონიოში
ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ თურქი ეროვნების კლიენტებს ემსახურებიან. გონიოში შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული 500-მდე გოგონა საქმიანობს სექსმუშაკად. გონიოში ამბობენ, რომ მათ სოფელში 27 ბორდელი სასტუმროსა და კაფეს სახელწოდების ქვეშ ინიღბება. გონიოში 450 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებებს იმის დასტურად ინახავენ, რომ გონიოს სექსსოფლად გადაქცევის შესახებ, გონიოს პოლიციით დაწყებული და საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული, ყველას მისწერეს, მაგრამ გონიოს სექსზონად გადაქცევას არავინ შეუწუხებია.
   
18 ივნისი 2012
საქართველოს აშშ-ს ლიდერების უფრო დაკვირვებული მზერა სჭირდება
საქართველოს დამდეგი არჩევნები (2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო) ჩემი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეერთებულმა შტატებმა მკაცრად და საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რაც საქართველოში ხდება და შეახსენოს მოქმედ მთავრობას, რომ უსამართლო არჩევნები და ადამიანის უფლებების გააფთრებული დარღვევა მკვეთრად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. ხმები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს, კვლავ ვრცელდება. არსებითად „პუტინის სცენარი“ არის ის, რაც საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
   
18 ივნისი 2012
ცოლის ცემის ფასი საქართველოში
არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ შსს-ს სტატისტიკა რეალურ სიტუაციას ნაკლებად ასახავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევად კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე იგულისხმება. ელისო ამირეჯიბის თქმით, მანამდე ყველა ცდილობს კონფლიქტის ჩუმად მოგვარებას და ფიქრობენ, რომ ამის მოგვარება პოლიციის გარეშეც არის შესაძლებელი.
   
18 ივნისი 2012
ნაოპერაციები პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
„მამედზადეს დედის, ია ქაჯაიას განცხადებით, მიუხედავად ექიმების პოზიციისა, საბადრაგო სამსახურს გამუდმებით ურეკავენ სამინისტროდან და პატიმრის გადაყვანას ითხოვენ. როდესაც ექიმები ფაქტის წინაშეე დააყენეს, რომ ილგარ მამედზადეს ტატიშვილის ცენტრიდან გადაყვანაზე ხელი მოეწერათ, მათ ამაზე უარი განაცხადეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდნენ და მათი თანხმობით პატიმრის სხვაგან გადაყვანა არ მოხდებოდა. ექიმებმა პირიქით მოითხოვეს, რომ თუ ვინმე ტატიშვილის ცენტრიდან გაიყვანდა პაციენტს, თავად ამ ადამიანებმა უნდა მოაწერონ ხელი იმაზე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იღებენ“, - ამბობს ადვოკატი კობახიძე.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია