მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
24 ივნისი 2012
სასამართლოს შენობასა და ეზოში მობილური ტელეფონის შეტანაც იკრძალება
ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კოხრეიძე-რამიშვილის საქმის განხილვის შემდეგ დაიწყო. „ევროსასამართლოს მოსამართლეებმა ნახეს კოხრეიძე-რამიშვილის საქმის ქართული სასამართლოების მიერ განხილვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის იმ სხდომისაც, რომელზეც აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა. ევროსასამართლო შევიდა დეტალურ განხილვაში, როგორ მიმდინარეობდა ეს სხდომა და თქვა, ამ პროცესზე სრულად წარმოუდგენელი რაღაცეები მოხდა“, - ამბობს ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბარში.
   
23 ივნისი 2012
საქართველომ სატელევიზიო თეფშები დააყადაღა და ცენზურასთან დაკავშირებულ უთანხმოებას დაუდო სათავე
მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს ნაციონალურ ტელევიზიებში არ დაუშვას განსხვავებული აზრი და ამიტომ არჩევნების წინ თბილისში და რამდენიმე პროვინციულ ქალაქში ხუთშაბათს, პოლიციური რეიდის დროს დააყადაღა თეფშები. „ხელისუფლების მიზანია შენარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი, რაც შესაძლებელი ხდება იმით, რომ მთავრობა აკონტროლებს ფედერალურ ტელეკომპანიებს,“ ნათქვამია კოალიციის, „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
   
23 ივნისი 2012
პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა
საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისათვის არიგებს. ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა. პოლიციამ დააყადაღა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით.
   
22 ივნისი 2012
დასიცხული მგზავრები და უბენზინო მძღოლები
ზაფხულის ცხელ დღეებში, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება გაუსაძლისი ხდება. გახშირდა კონფლიქტები მიკროავტობუსების მძღოლებსა და უკმაყოფილო მგზავრებს შორის, რომლებიც კონდიციონერის ჩართვას ითხოვენ. მძღოლები კონდიციონერის არჩართვის მიზეზად მის გაფუჭებას ასახელებენ, ზოგიერთი მათგანი პირად საუბარში იმასაც ამბობს, რომ რეალურად ამის მიზეზი სხვაა - ჩართულ კონდიციონერს გაცილებით მეტი საწვავი სჭირდება, ეს კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ ხარჯებთან ასოცირდება.
   
22 ივნისი 2012
ივანიშვილი – მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მართვა უნდა
27 მაისს მისი მოწოდებით თბილისის ქუჩებში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. ეკლესიის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქმა ოპოზიციის ნაწილი გააერთიანა. მან პირობა დადო, რომ შეცვლის დღევანდელ პრეზიდენტს, რომელმაც მისი ქვეყანა დაანგრია და რომელსაც კონსტიტუცია უკრძალავს მესამე ვადით კენჭისყრას 2013 წელს.
   
22 ივნისი 2012
ქართველების ლობისტური ომი ვაშინგტონში
უფროსი რუსი ძმის მუდმივი ყურადღების ფონზე სააკაშვილის მთავრობისთვის ამერიკასთან ურთიერთობა გადარჩენის საშუალებად იქცა. მართალია, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს ეს ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო იყო, თუმცა თბილისის მხარდაჭერას, რომელიც რეგიონში „საუკეთესო მოწაფედ“ მიიჩნევა, პრეზიდენტი ობამაც განაგრძობს. თუმცა თეთრ სახლს ამ ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლა სურს. სრული გამჭვირვალეობის ადვოკატირებით, ქართველები გულუბრყვილო მიდგომას ავლენენ, რითაც შეიძლება გზა გაეხსნას მოსკოვის „მხარდაჭერას“, რამაც თავის მხრივ შეიძლება მათი დასავლური პროექტი ჩაშალოს.
   
21 ივნისი 2012
მმართველ პარტიას ხელისუფლებისგან კრიმინალებად შერაცხულები აფინანსებენ
მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირების გარდა არიან, ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახლო ნათესავები ან იმ ფირმების წარმომადგენლები არიან, რომლებიც წლების მანძილზე სარგებლობენ საბიუჯეტო დაკვეთებით.
   
21 ივნისი 2012
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის მონაწილე უსახლკაროდ დარჩა
ბაკურციხეში მცხოვრებმა ნოდარ ლუაშვილმა ჰიბრიდიული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვის და უხვი მოსავლის მიღების მიზნით, გასულ წელს 10 ჰექტრამდე ნაკვეთი იჯარით აიღო. ნოდარ ლუაშვილმა აიღო სესხიც, მიწა დაამუშავა, სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან კონტრაქტიც გააფორმა და სათესლე სიმინდის მიღებას ელოდებოდა. კორპორაციამ ის მოატყუა და სიმინდი აღარ მისცეს. გლეხმა სესხის გადახდა ვეღარ შეძლო. გუშინ ის პოლიციის ძალით მოხუც მშობლებთან ერთად სახლიდან გამოასახლეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია