მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 ნოემბერი 2019
    არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
    განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა. მათივე განცხადების მიხედვით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
    სრულად>>
  • 19 ნოემბერი 2019
    გიორგი ვაშაძე - „მაინც დაგაბოქლომებთ“
    ოპოზიციის ლიდერების თქმით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის, პიკეტირება. „სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
    სრულად>>
  • 18 ნოემბერი 2019
    საია - ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა არ უნდა შეზღუდოს
    „საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება".
    სრულად>>
  • 14 ნოემბერი 2019
    არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
    „2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.
    სრულად>>
  • 13 ნოემბერი 2019
    ნინო ლომჯარია - პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება
    „პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.
    სრულად>>
  • 12 ნოემბერი 2019
    ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
    ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა, მათ შორის თელ-ავივში. საქართველოს პირველ არხს ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან თვითმხილველმა ვიდეო მოაწოდა, რომელიც განგაშის დროს არის გადაღებული. სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ღაზას სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.
    სრულად>>
  • 11 ნოემბერი 2019
    27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
    "აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება".
    სრულად>>
  • 08 ნოემბერი 2019
    დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება
    "დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით".
    სრულად>>
  • 07 ნოემბერი 2019
    ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება
    „კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
    სრულად>>
  • 06 ნოემბერი 2019
    ბექა ნაცვლიშვილი საქართველოში მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას ითხოვს
    „მათ ამ ანაზღაურებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ. კანონპროექტის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს, რომელიც დღეს, 380 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400 ლარი, რაც საშუალო ხელფასის 45 პროცენტს წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
    სრულად>>
  • 04 ნოემბერი 2019
    საპატრიარქო - ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ
    "ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე".
    სრულად>>
  • 30 ოქტომბერი 2019
    ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
    ცნობილია, რომ ორი გზა არსებობს, ერთი მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა. საფუძვლიანი განათლების და უნარ-ჩვევების შეძენას ადამიანი მაშინ იწყებს, როდესაც სკოლაში მიღებული ცოდნა ნელ-ნელა ავიწყდება. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
    სრულად>>
  • 08 ოქტომბერი 2019
    ნატო-ს მასშტაბური წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება
    ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება, სულ 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
    სრულად>>
  • 07 ოქტომბერი 2019
    „ბესელიას სილაქი“, ანუ ქალთა ბედი საქართველოში
    "ოჯახის ყველა წევრი კარგად რომ იყოს, ამისთვის უბრალოდ აუცილებელია ოჯახის მთავარი ქალი, თუ ქალები (დედა, მეუღლე) თავს ცუდად მაინც არ გრძნობდნებო, - ასე ნათქვამია. სახელმწიფოც ხომ დიდი ოჯახია და პატარა უჯრედებისგან შედგება. ამ დროს ჩვენში საკუთარი დედის გინებას აგრძელებენ, როცა სხვის შეგინებულზე (თუ დაგინებულზე) შეიძლება მკვლელობა ჩაიდინონ ხელის აუკანკალებლად. აქ ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუსრულებელი „ბო..შვილი ვიყო, ჩემი კარგი ..., ჩემი დედა ...“ „კაიბიჭობის“ ერთ-ერთი უმაგალითო გამოვლინებაა".
    სრულად>>
  • 07 ოქტომბერი 2019
    გერმანიის პრეზიდენტი - კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ
    „არა, მე ამჯერად სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. გვაქვს შესაძლებლობა, გავეშუროთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა, თუ წინადადებით. საზღვრის კონტროლი, ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი დრო, დიდ მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები".
    სრულად>>
  • 03 ოქტომბერი 2019
    სექტემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.3 პროცენტით გაძვირდა
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2019
    რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი მცოცავი ოკუპაციის გამო
    „საქართველოს მთავრობას არასოდეს მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება განსხვავებით უკრაინის შემთხვევისგან, როცა უკრაინამ არათუ მოითხოვა, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს სანქცია აქვს დაწესებული. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოითხოვა, მაშინ რუსეთის დასჯას სხვები რატომ მოინდომებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2019
    ამერიკელი სენატორები - პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა
    „მავნე ზეგავლენა აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში, მათ შორის სისტემატური ჩარევის მცდელობა. მავნე ზეგავლენა ევროპაში აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებზე, ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთის მიწაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, ავტორიტარული მთავრობების სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ასადისა და მადუროს რეჟიმების, უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფართოდ გავრცელებულ დევნა – ამ მიზეზების გამო, ვლადიმირ პუტინი არავითარი პირობებით არ უნდა დაუშვან დიდ შვიდიანში, სანამ რუსეთის მთავრობა არ მოახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის, მოიქცეს პასუხისმგებლიანად როგორც შინ, ისე გარეთ“, – ნათქვამია წერილში.
    სრულად>>
  • 03 ივლისი 2019
    12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა
    ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული. რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).
    სრულად>>
  • 01 ივლისი 2019
    გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობის მიღებას დღეიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეძლებენ
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
    სრულად>>
  • 19 ივნისი 2019
    საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
    ​„ბოლო დროს ე.წ. ლგბტ პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან".
    სრულად>>
  • 13 ივნისი 2019
    "წუნწურა წყარო"
    "არა, მეგობარო. რაც ამ სოფელში წინაპართა ენა, ქართული დავკარგეთ, თბილისთან ძველი კავშირებიც გაწყდა. ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მაგრამ ეს ამ სოფლელების რა ბრალია? ჩვენ ხომ მიგვატოვეს?, - რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არ მქონია. - ერთადერთი, როდესაც ჩვენებურებს შავი სამუშაოსგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ და ექიმი დასჭირდებათ, პირდაპირ თბილისში მოდიან; რადგან მთელ დედამიწისზურგზე, უსიტყვოდ, მხოლოდ ქართველ მკურნალებს ენდობიანო, - ესეც დაამატა".
    სრულად>>
  • 11 ივნისი 2019
    თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.
    სრულად>>
  • 03 ივნისი 2019
    მთავრობა პენსიის გაზრდას გეგმავს
    დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019-2020 წლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. კერძოდ, 2019 წელს, ამ მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს – 400 მლნ ლარი. საქართველოში პენსია 2019 წელს 20 ლარით გაიზარდა, 2020 წელს კი – პენსიის ზრდა ასევე 20 ლარით იგეგმება.
    სრულად>>
 
სიახლეები
14 იანვარი 2019
სალომე ზურაბიშვილი - დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა
"ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები აქ და ქვეყნის გარეთ, ჩვენი მესაზღვრეები, მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე. მას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები. ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული".
   
14 იანვარი 2019
"მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება ერთ ვიწრო ჯგუფს ხელში აქვს ჩაგდებული"
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ბარამიძე კანდიდატებს დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის სათავეში ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი დგას, რომელიც, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.
   
14 იანვარი 2019
ილია მეორე - სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება
„გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.
   
14 იანვარი 2019
ჯანდაცვის სამინისტრო - გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
   
13 იანვარი 2019
ოპოზიცია - ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს
„ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ძალოვანები დაკავებულები იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები,“- განაცხადა გიგა შუშანიამ.
   
13 იანვარი 2019
ლევან ხაბეიშვილი - სანამ მაღალი თანამდებობის პირს შემოგვატენიან, მინიმალური ინფორმაცია მაინც ჰქონდეთ, ხომ არ არის თაღლითი
"სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის ნათესავმა, იოსებ ფილიშვილმა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გასაყიდად იუსტიციის სახლში მივიდა, მიწა კი უკვე გაყიდული და ბიძის სახელზე დარეგისტრირებული დახვდა. ფილიშვილი 6 მიწის ნაკვეთზე დავობს. ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, კერესელიძემ საეჭვო მინდობილობების საფუძველზე შეიძინა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ირმა გოგიამ დაამოწმა, რომელიც ყოფილი გამგებლის დისშვილია".
   
13 იანვარი 2019
შემოქმედელი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს
„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – ნათქვამია მეუფე იოსების განცხადებაში.
   
13 იანვარი 2019
"უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოსამართლეთა არჩევა მოხდება"
„ზოგადად, პრინციპებს და მიდგომებს მინდა ხაზი გავუსვა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, დღეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარესთან. ზოგადად, განცხადებები, რაც მოვისმინეთ, რაზეც პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოხდება მოსამართლეთა არჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
   
13 იანვარი 2019
ჰერალდიკის საბჭო - დგება დრო სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში
"თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში. მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა".
   
13 იანვარი 2019
„ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა
„​ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, გუშინდელი დღიდან ახალ პროტოკოლზე გადავერთეთ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები პრეპარატს დღეს 12:00 საათამდე გასცემენ ყველა ჯგუფზე. თორმეტამდე იმიტომ, რომ ამ დროისთვის დასრულდება ყველა რეგიონში სააფთიაქო დისტრიბუცია და უკვე მოწესრიგებული იქნება. ასევე, დაემატა მესამე მიმართულება – ჯერჯერობით თბილისში, ოჯახური მედიცინის ხუთ ცენტრში, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, პაციენტს, რომელსაც ასეთი დიაგნოზი დაესმება და ექიმი საჭიროდ ჩათვლის ამ მკურნალობას, ადგილზე შეეძლებათ, ასევე უფასოდ მიიღონ ეს პრეპარატი".
   
 
სტატიები
30 მაისი 2019
„არათუ თავისუფლებაზე, ციხეშიც აღარავის ვჭირდებით“
ცნობილია, რომ ხშირად მოძალადე თვითონაც არის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ იკვრება მანკიერი წრე, რისგანაც თავის დაღწევა რთულია. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, რათა საზოგადოებას ნორმალური მომავალი ჰქონდეს.
   
22 მაისი 2019
ვეტერანი ბესიკ მაისურაძე - ფუფუნებას არ ვითხოვ, მომცენ ის, რაც მეკუთვნის
"სახელმწიფომ ჩვენი გულისტკივილი ახლოს უნდა მიიტანოს და ყურადღება მოგვაქციოს. ცოტა ხნით ქვეყნის გარეთ ვიყავი გასული და ვნახე იქ ომის ვეტერანი როგორ ცხოვრობს, ხელის გულზე ატარებენ. იქ რომ ვთქვი ვეტერანი ვარო, აქ რა გინდაო, პირდაპირ მომაჯახეს. შემრცხვა ამის გამო. 13 წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე, ვატარე ფორმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ დროს ქვეყანას რომ დასჭირდეს, მზად ვარ; მაქვს შესაძლებლობა და ენერგია, გამოცდილება და პრაქტიკაც რომ ქვეყანას ისევ მხარში დავუდგე".
   
14 მაისი 2019
ვეტერანთა საერთო საცხოვრებელში წყალი ჩამოდის!
დათვალიერების შედეგად საჭირბოროტო საკითხთა წრე გამოიკვეთა, რომელიც დროულ გადაწყვეტას მოითხოვს. კერძოდ, შენობა დიდი ხნის გაურემონტებელი, ავარიულ მდგომარეობაშია, ბევრგან წყალი ჩამოდის და ოჯახებს, პატარა ბავშვებს სინესტეში უწევთ ცხოვრება, ზოგიერთი ბინა გამოკეტილია, როდესაც ბევრ ომის ვეტერანს დღემდე საკუთარი ჭერი არ აქვს და ა.შ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და უწყებამ ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს სათანადოდ მოვლა-პატრონობა, ან ტერიტორია გარდაბნის გამგეობას უნდა გადაეცეს, შესაბამისი ვალდებულებებით.
   
11 მაისი 2019
ლევან ჯუღელი - ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა
ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის, ლევან ჯუღელის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში, დივიზიის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუნდაც ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყოველ წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სათანადო პატივი მიაგოს. ამბობს, რომ დღეს ქართველ ერს ისეთი კონსოლიდაცია სჭირდება, როგორც ეს გამარჯვების მორიგ წლისთავზე ხდება.
   
10 მაისი 2019
ვლადიმერ იმნაძე: ვეტერანები თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის
"მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების ბრწყინვალე დღეს ვულოცავ. ჩვენ ამ ხალხს ცხვირწინ დროშები კი არ უნდა ვუტრიალოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დღეს საერთოდ ვარსებობთ; რადგან თავის დროზე ფაშიზმს რომ გაემარჯვა, არ მგონია ბევრ ჩვენგანს მოღვაწეობის საშუალება ჰქონოდა. მეორეც, ყველაზე მეტად, რაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს და, საერთოდ, ვეტერანს აინტერესებს, ეს არის ყურადღება".
   
10 მაისი 2019
მაიზერ გელოვანი - სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია
"უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან. სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ".
   
06 მაისი 2019
ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება
წლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადა, სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ასევე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
   
24 აპრილი 2019
სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებში „ცეცხლსაქრობით“ სირბილი და არასამთავრობოების „მინიფესტები“ საქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.
   
17 აპრილი 2019
პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენებურად, ანუ იცხოვრე საინტერესო დროში
უცნაური ჩინური წყევლა არსებობს - საინტერესო დროში იცხოვრეო. უკვე 30 წელია საქართველოს მოსახლეობა ამგვარი კრულვის მსხვერპლია. პერმანენტულად დედის გინებამდე მისული (დღესაც ამ კონდიციაში ვიმყოფებით) პოლიტიკური პოლარიზაცია, სასიკვდილო რეალობის მკვებავი ძარღვია. ხშირად განწირული ადამიანები საზვარგარეთ გარბიან, რადგან შეუძლებელია ბორბალში ერთი და იმავე წრეზე ტრიალი.
   
04 აპრილი 2019
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. მთლიანობაში, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიკურ სამუშაოზე გარეთ გასული პატარების რიცხვი 5 ათასამდეა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნებისმიერი საზოგადოების განვითარების დონე იმით იზომება, თუ როგორ ზრუნავს ის ბავშვებსა და მოხუცებზე, - ამ მხრივ, რა ნიშნული უკავია ქართულ საზოგადოებას?
   
28 მარტი 2019
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - ქართველებს იავნანას ვეღარავინ გაგვაწყვეტინებს!
აშშ-ში მოღვაწე ჟურნალისტისა და რეჟისორ-სცენარისტის, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მუსიკალურ კლიპში ქართველი ემიგრანტის ემოციებია გადმოცემული. მთავარი გმირი სამშობლოსგან შორსაა, მაგრამ ფიქრებით, სულითა და გულით საქართველოშია. ამიტომ სურს მხოლოდ ქართული მელოდია ისმინოს. როცა ნიუ იორკის ცათამბჯენებს უყურებს, თვალწინ მშობლიური ეკლესიებისა და მონასტრების ხატება წამოიმართება. მის ნაღვლიან თვალებში მონატრებას და სევდას ადვილად ამოიკითხავთ.
   
 
პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია