მთავარი თემები |
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
|
20 მარტი 2024
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
„ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. |
სრულად>> |
|
|
10 მარტი 2024
ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. |
სრულად>> |
|
-
-
|
21 თებერვალი 2024
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა. |
სრულად>> |
|
|
19 თებერვალი 2024
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში. |
სრულად>> |
|
|
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ. |
სრულად>> |
|
-
|
05 დეკემბერი 2023
„ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
|
23 ოქტომბერი 2023
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ. |
სრულად>> |
|
|
20 ოქტომბერი 2023
„გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
10 აპრილი 2024 „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება - ალეკო ელისაშვილი „საელჩოებში რომ მივდივარ, იქ ჭკუას არავინ მარიგებდა, ან გაცნობა უნდათ, ან რაღაც აზრებს ვცვლით. ვინმე რომ დაჯდეს და დირექტივები მოგვცეს, ასეთი გამოცდილება არ მაქვს. ვის რა ჭკუას არიგებენ, არ ვიცი. „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც. ამათ ეს საზიზღრობა არ უნდა გავატანინოთ, მარგველაშვილი არ მაინტერესებს. საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ. წინააღმდეგობას მაქსიმალურად გავუწევ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
30 მარტი 2024 საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება "თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ ხელშეწყობის მანიშნებელია თვალის დახუჭვა მცდელობაზე, მარკეტინგის იარაღად აქციონ ექიმები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა სახის, სამედიცინო ზრუნვის ფორმატით შეფუთული სემინარებით, ტრენინგებით და კონფერენციებით (რაც კანონით ეკრძალება) ცდილობს, ექიმები მოისყიდოს ან დაარწმუნოს, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი მწეველ პაციენტებს შესთავაზონ, როგორც მოწევისთვის თავის დანებების ალტერნატივა. არადა, მოწევისთვის თავის დანებების ერთადერთი ალტერნატივაა თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმა და ვისაც ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, სახელმწიფო მოწევისთვის თავის დანებების სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
20 მარტი 2024 შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ თუ იქნებიან, მგონი, სჯობს, ვიზასა და ბილეთებზე „ვიჩალიჩოთ“, - იაგო ხვიჩია „შეუძლებელი მგონია, ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო „ქოცები“ და „ნაცები“ ავირჩიოთ. მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ ხუთ-ხუთი, ექვს-ექვსი თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ „ქოცებმა“ შექმნეს „ხალხის ძალა“, ასევე „ნაცებმა“ – გვარამიას და მელიას გაერთიანება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. |
|
|
|
|
|
|
20 მარტი 2024 დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს „ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. |
|
|
|
|
|
|
16 მარტი 2024 თანხით, რომლითაც თავის დროზე შეიძენდით 15 ლიტრ საწვავს, ახლა შეიძენთ 10 ლიტრს - ლევან ხაბეიშვილი „კიდევ ერთხელ დავსვამთ შეკითხვას, რომელსაც ვსვამთ ამ დღეების განმავლობაში: 1.65 თეთრად საქართველომდე მოდის ერთი ლიტრი საწვავი და საქართველოში როგორც კი გარკვეულ პროცედურებს გაივლის, ხდება 3.20 თეთრი. როგორ შეიძლება, ფოთისა და ბათუმის პორტიდან გამოსული საწვავი უცბად გახდეს 3.20 თეთრი? ორჯერ გაძვირდა მოქალაქისთვის, ვინც ყოველდღიურად ამ ფასებს ეხება. ასევე არგუმენტი, რომ სადღაც უფრო ძვირი ღირს – აბა, ევროპის ფასები ნახეთ – ევროპის პენსიები, ხელფასები, შემოსავლები ნახეთ, იქ ადამიანები 50 დოლარად, 100 დოლარად თვიდან თვემდე არ მუშაობენ. 100 დოლარზე როცა ვლაპარაკობ, 29 ათასამდე ადამიანი მუშაობს 200-დან 300 ლარამდე ხელფასზე. ამ დროს მთავარ შეკითხვას როცა ვსვამთ, რატომ ძვირდება საწვავის ფასი, რატომ ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, ხელისუფლებას არათუ პასუხი აქვს, არამედ გვეუბნება, ეს არის მოგონილი პრობლემა, რომ ეს პრობლემა ხალხს არ აწუხებს. ხალხმა კარგად იცის, ბენზინზე როცა ვსაუბრობ, 10-15 ლიტრ საწვავს ჩვენი მოსახლეობის 200-300 ათასი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს და მათთვის გაძვირდა ეს საწვავი. როცა ძვირდება საწვავი, ყველას ესმის, რომ ძვირდება ყველა მომსახურება. თქვენ რომ გამოდიხართ ოჯახიდან, მარკეტში შედიხართ და პროდუქტი გაძვირებული გხვდებათ, შემდეგ საწვავი უნდა ჩაასხათ – გაძვირებულია. თუ საწვავს არ ასხამთ და ტრანსპორტით მგზავრობთ, ის ტრანსპორტიც გაძვირდა, რადგან საწვავია გაძვირებული, სახლში მიბრუნდებით და კომუნალური დაგხვდებათ გაძვირებული, ამიტომ ეს არის ის პრობლემები, რომლებიც გვაინტერესებს ჩვენ, თქვენ და ხალხს. ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გამოსავალზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. მათ უნდა ჰქონდეთ პასუხები და არა – ცინიზმი, დაცინვა, თქმა იმის, რომ თურმე ხალხს არ უჭერს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|