მთავარი თემები |
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
|
20 მარტი 2024
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
„ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. |
სრულად>> |
|
|
10 მარტი 2024
ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. |
სრულად>> |
|
-
-
|
21 თებერვალი 2024
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა. |
სრულად>> |
|
|
19 თებერვალი 2024
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში. |
სრულად>> |
|
|
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ. |
სრულად>> |
|
-
|
05 დეკემბერი 2023
„ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
|
23 ოქტომბერი 2023
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ. |
სრულად>> |
|
|
20 ოქტომბერი 2023
„გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
11 ოქტომბერი 2021 სააკაშვილის პატიმრობა გამოწვევაა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე, დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება - სალომე სამადაშვილი „მიუხედავად პოლიტიკური განსხავებისა, ერთი რამ არის ცხადი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება დევნა პოლიტიკური მოტივაციით. ეს არის ის პრეზიდენტი რომელმაც 2012 წელს არჩევნები როდესაც წააგო, ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას“ და გზა გახსნა, რომ ჩვენ ქვეყანას გაეგრძელებინა სვლა დასავლეთისკენ. დღეს „ქართული ოცნება“ მათ შორის პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ხელს უშლის პირდაპირ ჩვენ მომავალს ევროკავშირში, ნატო-ში და შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მონახულებაც და მასთან საუბარი, თავად როგორ ხედავს მომავალს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს წინაშე დადგა გამოწვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თანამედროვე ისტორიაში პირველად აღმოჩნდა საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
08 ოქტომბერი 2021 საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან - მიხეილ სააკაშვილი „ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და უკვე აპირებენ სენაკშიც, სხვაგანაც არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატ ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში. ის, რომ ვერ გავუფრთხილდით პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, ეს არასოდეს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. |
|
|
|
|
|
|
08 ოქტომბერი 2021 დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ირაკლი ღარიბაშვილი „მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
07 ოქტომბერი 2021 ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესება, პროცესს შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე „ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
04 ოქტომბერი 2021 ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა სააკაშვილი - ნიკა მელია „არავინ აძალებდა მიშას ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს არჩევნები მოვუგეთ. ამ ოცივე ქალაქში 30 ოქტომებრს გამარჯვება საწინდარი და გარანტია იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თითოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ. |
|
|
|
|
|
|
03 ოქტომბერი 2021 სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ეკა ხერხეულიძე „ბევრი რამ შეუძლია მის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, რადგან ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, რადგან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ, ეს არჩევანია, ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხერხეულიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|