მთავარი თემები |
|
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში. |
სრულად>> |
|
|
20 მარტი 2024
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს
„ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. |
სრულად>> |
|
|
10 მარტი 2024
ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი
„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. |
სრულად>> |
|
-
-
|
21 თებერვალი 2024
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა. |
სრულად>> |
|
|
19 თებერვალი 2024
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში. |
სრულად>> |
|
|
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ. |
სრულად>> |
|
-
|
05 დეკემბერი 2023
„ოზონის შრე სასიცოცხლო ფარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა“
ყოველწლიურად ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ბოლო გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
|
23 ოქტომბერი 2023
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ. |
სრულად>> |
|
|
20 ოქტომბერი 2023
„გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!“
ჟურნალისტიკა ყველაზე მოკლე გზაა დიდი ცვლილებების გამოსაწვევად. გაბრიელ გარსია მარკესი ჩვენ სამყაროში უძლიერეს პროფესიად მიიჩნევდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თავისუფალი რეპორტიორის ძალისხმევა ადამიანის (სოციალური ჯგუფების) უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
27 ოქტომბერი 2021 სააკაშვილი საჭიროებს რეგულარულ კონტროლს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა - უკრაინელი ექიმი „სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას". |
|
|
|
|
|
|
|
|
26 ოქტომბერი 2021 ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება, როგორც ფიქრობენ დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან - ამირან გამყრელიძე „ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, სხვა გენეტიკური ვარიანტია. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, ხომ არ გამოვლინდა რომელიმე ატიპური მუტაცია, რომელიც შეიძლება, იყოს კავშირში ამ ახალ შტამებთან. ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
25 ოქტომბერი 2021 ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა - ბადრი ჯაფარიძე „როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
25 ოქტომბერი 2021 სოფლებში გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა, ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე „მომხრე ვიქნებოდი, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობისას. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და გარკვეული ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37%-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება". |
|
|
|
|
|
|
|
|
17 ოქტომბერი 2021 მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს - ამირან გამყრელიძე „ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
14 ოქტომბერი 2021 აცრა აუცილებელია, პანდემია არსად გაქრება, სჯობს მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და ეს აცრით იწყება - სალომე ზურაბიშვილი „მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება. დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასთვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისთვის". |
|
|
|
|
|
|
13 ოქტომბერი 2021 ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წავა - მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი "მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე და მან თავის მიმართვაში ჩაწერა ეს ყველაფერი, იმედია, გამოქვეყნდება, მინდა, თქვენ მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლებაც ერთმანეთთან გამოვნახავთ საერთო ენას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|