მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
პოლიტიკა
18 სექტემბერი 2020
გიგა ბოკერია - ბრალდება თითქოს ოპოზიციას არჩევნების გადადება სურს არარეალური და ლოგიკას მოკლებულია
"ნათია თურნავამ კრიზისის მართვა დაგვიწუნა. კრიზისის მართვის მაგალითად 2008 წლის ომი მოიყვანა. ამან გამოიწვია ჩვენი მკაცრი შეფასება. ეს უტიფარი მატყუარაა, როდესაც ადამიანს ომის დროს გაქცევას აბრალებ, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს".
11 სექტემბერი 2020
გიგა ბოკერია - ივანიშვილს თვითქების, თვითტკბობის, ადამიანებისთვის რაღაცის დამადლების გარდა არაფერი უთქვამს
„ივანიშვილი გამოვიდა და თვითქების, თვითტკბობის, ადამიანებისთვის რაღაცის დამადლების გარდა არაფერი არ უთქვამს. ნულოვანი ხედვა მომავლის, ან აღიარება იმ უმძიმესი გამოწვევების, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არის. ეს კაცი არ აპირებს და არ უნდა არაფრის შეცვლა. ჩვენ ქვეყანას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ეს ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ამ ცვლილებებს მიიღებს არჩევნების შედეგად. გვექნება ევროპული მომავალი. ეს ცვლილებები იწყება ამ ხელისუფლების შეცვლით და გრძელდება კონკრეტული ნაბიჯებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
10 სექტემბერი 2020
ნინო ბურჯანაძე - თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის
"მე ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში დაიწერა ეს კვლევები. ორი კვირის წინ ვიცოდი, ამ კვლევებში რა ციფრები დაიწერებოდა. ვიცოდი, ივანიშვილის ოფისიდან ვიცოდი, რომ ეს არის ივანიშვილის განზრახულობები. ის, რა უნდა ივანიშვილს რომ დაიდოს, მაგრამ იცით რა არის - თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის. ცოტა ისე მაინც შეეცადოს მანიპულირებას, რომ ნაკლებად არგუმენტირებული ჩანდეს პროტესტი, რომელიც იქნება. ამას თუ დადებს ივანიშვილი, მიიღებს უმძიმეს შედეგს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
08 სექტემბერი 2020
სააკაშვილის დაბრუნება თუ „ზაზუნას დღე“
„მან თქვა, რომ უგუნური ხელისუფლების პირობებში, არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება არასტაბილურობის წყარო გამხდარიყო. მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა – ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება – ნოემბერში. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების პროცესში სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ნიშნავს“, – აღნიშნა გოცირიძემ.
03 სექტემბერი 2020
გია ხუხაშვილი - სრულიად აშკარაა, ლიდერობის რომელი ვარიანტი აირჩია ბიძინამ
"ლიდერობა ორი გზით მიიღწევა. იყო ყველაზე უკეთესი ან ყველა გახადო შენზე უარესი. ჩვენი ლიდერები მეორე გზას ირჩევენ. განსხვავება ის არის, რომ პირველი გზით პროგრესი მიიღწევა, მეორე კი დეგრადაციით მთავრდება, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე პიროვნული. საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე აღწერა".
02 სექტემბერი 2020
ირაკლი კობახიძე - ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება
"ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“.
01 სექტემბერი 2020
გია ნოდია - ვინ შეინარჩუნებს მორალურ ლეგიტიმურობას, ვინ დაარწმუნებს მეტ ხალხს, რომ სიმართლე მის მხარესაა
"მაშ რა არის გადამწყვეტი? ასეთი დაპირისპირებები პირველ რიგში ნერვების, გამძლეობის, მიზანდასახულობის ბრძოლაა. ერთი მხრივ: რამდენად ჯიუტი აღმოჩნდება ხალხი, რამდენი ხანი გაგრძელდება და შეინარჩუნებს მასობრიობას და ორგანიზებულობას (ორგანიზებულობა, როგორც უკრაინამ გვასწავლა, ერთი გამოკვეთილი ლიდერის გარეშეც შესაძლებელია). მეორეს მხრივ, რამდენად გაუძლებს ნერვები ხელისუფლებას, მმართველ ელიტას, რამდენად დიდხანს დარჩებიან ლიდერის ერთგული? რა განწყობა იქნება პოლიციასა და სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმებში? ამ მხრივ, მორალურ მხარეს აქვს დიდი მნიშვნელობა: ვინ შეინარჩუნებს მორალურ ლეგიტიმურობას, ვინ დაარწმუნებს მეტ ხალხს, რომ სიმართლე მის მხარესაა. რას იფიქრებს სპეცრაზმელის დედა, მამა, ბებია, ვინც ჯერჯერობით სახლში ზის?"
28 აგვისტო 2020
გია ხუხაშვილი - ერთი ამბობს მოვდივარო და არ მოდის, მეორე ამბობს მივდივარო და არ მიდის
„სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე, "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში განწირულია დამარცხებისთვის. ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც ის ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხრიდან ეს მითითებები და უაზრო, ალოგიკური საუბარი სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მხოლოდ პანიკური შიშითაა გამოწვეული“.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2026 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE