მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
30 ოქტომბერი 2020
მეორე ტური არ იქნება, ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ - კახა ოქრიაშვილი
"ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - დმანისში მეორე ტური არ იქნება. ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ. აქ ორი აზრი არ არსებობს, ამას აჩვენებს და ადასტურებს ყველა გამოკვლევა. ვიმეორებ, იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და არ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას, სროლას და მუშტების ჩვენებას, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ".
   
21 ოქტომბერი 2020
ამ არჩევნებს ქართველი ხალხი მოიგებს, რაც „ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს - ლევან ხაბეიშვილი
"არჩევნების წინ ,,ოცნება” ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზე ღიად გადავიდა და ათას სისულელეს და ბოდვას იგონებს იმისთვის რომ, ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სამშობლოს. მათ შორის ფიქრობს, რომ ამით პოლიტიკურ ოპონენტებზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. ქართველი ხალხი ბრძენია იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოს. დიახ, მოცემულ ეტაპზე საზოგადოებას დასკვნის გამოტანა და სწორი შეფასება არ გაუჭირდება. დაბოლოს, ღიად მინდა ვუთხრა მათ - თუ არჩევნების გაყალბებას აპირებთ, არ გამოგივათ, რადგან ქართველი ხალხი თავის ხმას დაიცავს".
   
19 ოქტომბერი 2020
დამერწმუნეთ, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამის გარეშე საქართველოს მშვიდობიანი განვითარება გაუჭირდება - ბექა ოდიშარია
"ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ ცხადია, არსებობს რაღაც წითელი ხაზები. ჩვენ ვთქვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პარტიებთან, ისევე როგორც პრორუსულ ძალებთან კოალიციას არ შევქმნით... იცით, მე მქონდა ოპონენტებთან საუბარი კულისებში და ისინიც ამ აზრზე არიან".
   
18 ოქტომბერი 2020
„ოცნების“ 8-წლიანი მმართველობა ერთადერთ შეფასებას იმსახურებს, პოლიტიკურ სანაგვეზეა გასაშვები - კახა კოჟორიძე
,,ქართული ოცნების” 8-წლიანი მმართველობა ერთადერთ შეფასებას იმსახურებს - პოლიტიკურ სანაგვეზეა გასაშვები. როგორ შეიძლება გაჭირვებულ, გაღატაკებულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, რომელიც უფასო სასადილოდან ეზიდება ბავშვებისთვის საკვებს, უთხრა, რომ უფასო სასადილოში შესვლის უფლებას არ მოგცემ და შენი შვილები დარჩებიან მშიერი თუ არ შემოხაზავ 41-ს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ნაძირლობა და სხვა არაფერი".
   
16 ოქტომბერი 2020
საჩხერელთა უმრავლესობა გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად და ხარაგაულის სოფლებში ტყიდან შეშა ვერ გამოაქვთ - გიორგი კაპანაძე
"ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ ამ საქმის. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ივანიშვილის მიერ სპეციალურად წინასაარჩევნოდ ორგანიზებული უბინძურესი კამპანია, რასაც სამწუხაროდ, ორი ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვთ, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ჩვილი ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების სპეკულირებით და ხელისუფლებიდან მიდის უდანაშაულო ადამიანების: ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებით".
   
14 ოქტომბერი 2020
ხალხი მაღალ მატერიებზე არ საუბრობს, შიმშილია ქალაქში, წერტილი - ­ალექსანდრე კობაიძე
"წინა, საპრეზიდენტო არჩევნებზე იმდენად დაბალი შედეგი აჩვენა პირველ ტურში ,,ქართულმა ოცნებამ”, რომ რეალურად კენჭისყრა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო. დღესაც ისეთი არაკონკურენტუნარიანი მეტოქე მყავს ,,ქართული ოცნებიდან“, სჯობს ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მე მომცენ ხმა; ისე ვერ დაამარცხებენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს.ხალხს შია, აქ დავსვამ წერტილს! სხვა მაღალ მატერიებზე ხალხი არ საუბრობს. შიმშილია ქალაქში. ვპირდები მათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისეთ საკანონმდებლო აქტებს მივიღებთ, რომ განუხრელად გავზრდით დასაქმების მაჩვენებელს, შევამცირებთ ეკოლოგიურ პრობლემებს და ეკონომიკურ სიდუხჭირეს".
   
23 სექტემბერი 2020
„საჩხერეში რა კურსია“
„დღეს ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა, დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.
   
21 სექტემბერი 2020
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა
„ვერ გავიგე, სააკაშვილის განცხადებამ რატომ გამოიწვია სრულიად ოპოზიციის აღშფოთება? ჩემის აზრით, ასეთი ადექვატური მიშა არასდროს ყოფილა. თუ ორპოლუსიანობის გეშინიათ, სწორად თქვენი ისტერიული რეაქცია გახდება ორპოლუსიანობის შენარჩუნების ინსტრუმენტი მიშას ყველა გამოჩენაზე და არა, როგორც თქვენ ამბობთ, ყავლგასული და ძალადაკარგული სახელისუფლებო პროპაგანდა...“
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE