მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
25 აპრილი 2018

   
28 თებერვალი 2018
რა პრობლემები აწუხებთ დევნილებს?
90-იანი წლების კატაკლიზმები უამრავი ოჯახის, ადამიანების ბედზე აისახა. გარედან ისპირირებულმა სამხედრო კონფლიქტებმა საქართველოს ნახევარ მილიონამდე დევნილი მოსახლეობა გაუჩინა, რომელიც დღემდე არსებობისთვის იბრძვის. ადამიანები მშობლიურ მიწაზეც მშვიდობიანად ვეღარ გადაადგილდებიან.
   
28 თებერვალი 2018
სარკინიგზო რეალობა - სამუშაოები 70 მეტის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე
რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და „კურიერს“ გადასცეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ.
   
21 დეკემბერი 2017
„საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებული არ არის“
"კვლევის შედეგად საკმაოდ მძიმე აღმოჩენებია იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში არ არის ინფორმირებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მუნიციპალიტეტი, მერია და საკრებულო გეგმავს".
   
18 დეკემბერი 2017
რატომ ეწინააღმდეგებიან სვანეთში „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას?
მესტიაში, „მესტიაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზირებით საპროტესტო აქციები გაიმართა მოწოდებით, - „შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება“. ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა. მუშებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ამჟამად პროცესი შეჩერებულია.
   
12 დეკემბერი 2017
დაზარალებული: სამი წლის წინ ვეუბნებოდით, ჩვენი საქმე გამოიძიეთ, ანალოგიურად სხვა არ გამწარდესო
"წლების განმავლობაში სულ ამას ვეუბნებოდით, - სხვებიც რომ ანალოგიურად არ დაზარალდნენ, სხვების მშობლებიც ჩვენსავით არ გამწარდნენ, მიაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება, საქმე კეთილსინდისიერად გამოიძიეთ და გვითხარით, იქ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა. შავით თეთრზე დაგვიწერეთ, რომ ხანძარი ამ კონკრეტულ დროს მოხდა, ამ დროს სახანძრო მოვიდა და ა.შ. აი ამას დღემდე ვერ გვეუბნებიან".
   
07 დეკემბერი 2017
საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
„საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - ამის შესახებ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელი დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის თანახმად, ამის მიზეზი ანტენატალური და პერინატალური ზრუნის დაბალი ხარისხი, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა, მარეგულირებელი და მონიტორინგის გაუმართავი სისტემა, სამშობიარო სახლებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების პერსონალის ტრენინგების ნაკლებობაა.
   
04 დეკემბერი 2017
რა შედეგებს მოიტანს პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება?
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, - აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია