მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
საზოგადოება
28 სექტემბერი 2022
"ხვალ ჯარში მივდივარ..."
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 18-დან 51-წლამდე მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული (ტოტალური) თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
22 სექტემბერი 2022
კაფკას გმირებივით ჩავლილი ცხოვრება-მეტამორფოზა
ყველა ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია. რასაკვირველია, ეს მათაც შეეხება, ვინც გერმანული დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია (ასეთი კი 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა) გაიარა და საოცნებო ზარს დღემდე „იობის მოთმინებით“ ელოდება. კიაზომ (გვარს არ ვასახელებთ) ორი წელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმსახურა, საბჭოთა არმიის რიგებში. გეგმურად გაიწვიეს, როგორც ზედმეტად შავგვრემანი, - შენ ადგილობრივი „დუშმანებისგან“ ბევრი არაფრით განსხვავებით (საბჭოეთში ასე ხშირად ხდებოდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება). კიაზო ყანდაჰარელი „ბასმაჩების“ გარდა, ფრანკ ერიკ კანტონასაც ჩამოჰგავს, თავის დროზე მას გულშემატკივრობდა კიდეც „სტად დე ფრანსზე“.
22 სექტემბერი 2022
„ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს“
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ხაშურის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; რაზე მიგვანიშნებენ ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები?
14 სექტემბერი 2022
ფელინის „კინო“ ვაგზლის მოედნიდან - რეპორტაჟი
ადრე, კომუნისტების პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე ასე პასუხობდა - რად გინდა, ბიჭო, თქვენი კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდითო; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი.
13 სექტემბერი 2022
„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“
დიდი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში. გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, საგანგებო სამსახურის რვა თანამშრომელი დაიღუპა. იმის მაგივრად, რომ უბედურების რეალური მიზეზები და გამოსწორების გზები ვეძიოთ, ადამიანები ისევ ურთიერთბრალდებებსა და „გაპრავების“ მორევში ჩაინთქნენ. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი მერაბ დ-ა (გვარს არ ვასახელებთ).
13 სექტემბერი 2022
„მარტო ადამიანების რაოდენობა ტურიზმის განვითარების დადებით ეფექტს არ განსაზღვრავს“
კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენის პროცესი, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს, რა უშლის მთავრობას, რომ ტურიზმის სფეროში ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს, ანაკლიაში ჯავშნები რატომ გააუქმეს, ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა რამდენად პასუხობს ზრდის მოთხოვნებს, ამ და სხვა საკითხებზე ტურიზმის საკითხების სპეციალისტს, თამთა შამათავას ვესაუბრეთ.
03 აგვისტო 2022
რამდენად გამორჩეულია ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით?
არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული ანგარიშვალდებულებაა. ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „გარდამავალ“ ქვეყანაში, რომელსაც მწვავე ეკონომიკური პრობლემებისთვის თავი ვერ დაუღწევია.
02 ივნისი 2022
რა პრობლემები ვლინდება კოვიდგადატანილ ბავშვებში?
რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები (გართულებები) გვხვდება კოვიდგადატანილ ბავშვებში, როგორია მკურნალობა-პრევენციის გზები, მთავრობის პოლიტიკა და გამოსავალი აღნიშნული მიმართულებით, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილს ვესაუბრეთ.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2026 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE