მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
16 ივლისი 2023
გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
ორიოდე დღის წინ, გეგუთის N-14 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ირაკლი მუჯირი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ოჯახს ციხის ადმინისტრაციამ განუცხადა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 29 წლის ირაკლი მუჯირს პენიტენციური დაწესებულება, წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, ის სასჯელს 2018 წლის დეკემბერში აბაშაში ინკასატორის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის იხდიდა. რა მოხდა გეგუთის მე-14 პენიტენციურ დაწესებულებაში, იყო ეს თვითმკვლელობა თუ დაკვეთილი მკვლელობა, რატომ დუმს რატი ბრეგაძის უწყება და რას ამბობს გამოძიება ? ,, ufleba ge" გარდაცვლილი პატიმრის დას, ნანა მუჯირს ესაუბრა.
   
13 ივლისი 2023
შერჩევითი სამართალი და სავარაუდო კორუფციული გარიგებები ადგილობრივ საბჭოებში ?!
ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, ტრაფარეტულად იღებენ ერთი და იგივე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, პატიმრების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად, რითაც მსჯავრდებულებს ფიზიკურ,,ტანჯვას" აყენებენ და ეწინააღმდეგებიან კანონს. ასევე გაუწყებდით, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილობრივი საბჭოები, რიგ შემთხვევებში, მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ჩვენ გაგაცანით ყოფილი სახალხო დამცველისა და იურისტების ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ადგილობრივი საბჭოები გაუგებარ, მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, გაუმართავად და არათანმიმდევრულად მუშაობენ.
   
12 ივლისი 2023
ალექსანდრე კობაიძე : ,, პატიმრების ბედი ნამდვილად არ აინტერესებთ - ადგილობრივი საბჭო უფუნქციოა"
ჩვენ წინა წერილებში გაუწყებდით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების უმეტესობას ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, უმეტეს შემთხვევებში, დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, თავიდან იშორებენ, რითაც უხეშად არღვევენ მათ კანონიერ უფლებებს. დიახ, იურისტების ნაწილის აზრით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონს, იგივე სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge" იურისტს, უფლებადამცველ, ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.
   
10 ივლისი 2023
ადგილობრივი საბჭო მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ?
ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად არ ათავისუფლებენ და მსგავსი ქცევით ადგილობრივი საბჭოები უპატივცემულობას გამოხატავენ სასამართლოს მიმართ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს.
   
08 ივლისი 2023
ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს ?
ჩვენს წინა წერილში სათაურით ,,პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია" დაგპირდით, რომ მომდევნო სტატიაში მოგახსენებდით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მხრიდან პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გაუგებარ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე საბჭოს მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არაჰუმანურ მიდგომებსა, მათი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად პატიმრების არ გათავისუფლების ფაქტებზე. გთავაზობთ ერთი კონკრეტული პატიმრის საქმეს, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა შედეგი ნულის ტოლია...
   
06 ივლისი 2023
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია ?!
ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. საქართველოს მაჩვენებელი მაღალია პატიმრობის ხანგრძლივობის კუთხითაც. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე.
   
15 მაისი 2023
ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი
შარშან, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად. გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა. ტრაგედიის ქრონიკა: 25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
   
20 თებერვალი 2023
ქუთაისის მერმა 118 211 ლარით ახალი მანქანა იყიდა
ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის ახალი ავტომობილი ჰყავს. ტენდერი ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბიუჯეტიდან ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარი გამოყო. მოთხოვნებში მანქანის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ეწერა, რომ ავტომობილი ახალი გამოშვებული, არაუგვიანეს 2022 წლის უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ნაცრისფერი, ან ლურჯი. ავტომობილი უკვე დგას მერიის პარკინგზე, იმ ადგილზე, რომელიც ქალაქის პირველი პირისთვისაა გამოყოფილი.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია