მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
23 აგვისტო 2021
„საქართველოში ერთ ექიმზე 0,8 მეათედი ექთანი მოდის, ერთ-ერთი უარესი შეფარდებაა მსოფლიოში“
"თუ გვინდა შედეგი შევცვალოთ, ამისთვის უნდა შეიცვალოს სისტემა. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა პრობლემებს თავს ვერ დავაღწევთ. ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არაფერია, ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, სხვაზე რა უნდა ვისაუბროთ. ისე გვაცნობენ გარდაცვლილების რაოდენობას, არც კი ვიცი რა გითხრათ. ბოლშევიკური დამოკიდებულება აქვს ამ მთავრობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ".
   
19 აგვისტო 2021
„მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის“
დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისის სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში ნაცნობისთვის გავატანე. მას აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
16 აგვისტო 2021
„ხელისუფლება, როგორც ფალავანდიშვილის სამართალმემკვიდრე აგრძელებს ჟურნალისტების გალახვას“
5-6 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მედიას ბოდიში არ მოუხადა და აგრესიული დამოკიდებულება არ შეცვალა. პირიქით, მთავრობის წარმომადგენლები ღიად ცდილობენ, ყველაფერში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები დაადანაშაულონ; მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი აწარმოონ, მიკროფონი წაართვან, აღარ დაუბრუნონ და ა.შ.
   
06 აგვისტო 2021
ვაქცინებმა და წამლებმა გადაგვარჩინეს, თორემ მილიარდს ვერ ავცდებოდით - გიორგი ფხაკაძე
"როცა ყველა გამოვფხიზლდებით და ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის! ასევე, ეკუთვნის ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს და ქვეყანას. შესაბამისად, სამედიცინო პირბადე ცხვირზე, არ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებებში და ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ, რომ აღნიშნული პროგრამა იყოს არა პოლიტიკური და არაანგაჟირებული, იყოს რეალური პროგრამა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება".
   
04 აგვისტო 2021
პროდუქტის შენახვის ვადა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი შენახვის პირობები არის დაცული - მადონა კოიძე
სურსათის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ჩვენს რეალობაში კვლავაც უმწვავეს პრობლემად რჩება. განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში სიფრთხილეს თავი (მუცელიც) არ სტკივა, როდესაც თბილისსა თუ რეგიონებში ქაოსურ გარევაჭრობას არაფერი ეშველა. სხვაზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა იგივე რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, კვერცხი და მისთანები პირდაპირ გზის პირას დახლებზე დაყრილი, მცხუნვარე მზეზე იყიდება. ხოლო აქედან მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩენამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
   
26 ივლისი 2021
შეეძლოთ გერმანიის საელჩოში ან ჩვენთან მაინც ეკითხათ რამდენია გერმანიაში მინიმალური ხელფასი - ირაკლი პეტრიაშვილი
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამამ ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. იმედი იმისა, რომ უმუშევრად დარჩენილი სამი თვით წავიდოდა, პატიოსნად იშრომებდა, კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მიიღებდა, ვალების ნაწილს მაინც გაისტუმრებდა, ცხოვრებას ცოტა უფრო ღირსეულად გააგრძელებდა... აღმოჩნდა, რომ აქაც ხშირ შემთხვევაში „გაჭირვებულს ქვა აღმართში წამოეწია“. თურმე კაცი ბჭობდა, ხოლო ზემოთ „დასაქმების სააგენტოში“ კონტრაქტის პირობებსაც კი არასწორად, კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ავსებდნენ.
   
22 ივლისი 2021
რა კავშირი აქვს შენობების ექსპლუატაციის ახალ რეგულაციას ბინების გაყიდვასთან
"თუ დამნაშავეა, თუ შენობა არასწორად და დარღვევებით ააშენა, ამნისტიას რატომ ვუცხადებთ? თუმცა დამოკიდებულების იმ ნაწილში ვეთანხმები, მოდით ახალი ფურცლიდან დავიწყოთო. ისიც ბრძნული ნათქვამია - ახალი ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ კალიგრაფიას ვერ შეიცვლიო. ეს ხელისუფლება თუ ახალი მაინც იმავეს გააკეთებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. კალიგრაფია უნდა შევცვალოთ, ახალი ფურცლები გასაგებია რომ არ გამოგველევა".
   
21 ივლისი 2021
ახალი სატრანსპორტო სქემა თბილისში - ქაოსი თუ წესრიგი?
ილია ჭავჭავაძის გამზირი მრავალთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, 2020 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა. ცოტა მოგვიანებით, ახალი სატრანსპორტო სქემა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ამოქმედდა. თავდაპირველი, ერთგვარი ქაოსის მიუხედავად, დროთა განმავლობაში მოძრაობა მეტ-ნაკლებად დალაგდა. ახლა მთავარია პროცესი როგორ გაგრძელდება და სხვა სატრანსპორტო დერეფნებსა თუ მომიჯნავე ქუჩებს რამდენად გამართულად მოიცავს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია