მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
09 ივნისი 2018
სქემა - როგორ აცოცხლებენ ბანკები ხანდაზმულ სესხებს?!
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2000 წელს ბრძანება გამოსცა, სადაც უიმედო სესხებზეა ლაპარაკი და მითითებულია ის კანონიერი ზომები, რომელსაც კომერციულმა ბანკებმა თანხის ამოღებისას უნდა მიმართონ. ბანკის მოვალეებისგან თანხების ამოღებას პრობლემური სესხების მართვის კომპანიები ახორციელებენ, რომელთა შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. რამდენად კანონიერად მოქმედენ ეს კომპანიები და რა ტიპის სესხებზე საუბრობს ეროვნული ბანკი?
   
04 ივნისი 2018
რა პეტიციებით მიმართავენ მოქალაქეები მთავრობას?
აიჩეინჯ.გოვ.ჯი მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო. ქვეყნის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პორტალზე პეტიციის განთავსების საშუალებით მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მოითხოვოს ცვლილებები.
   
02 ივნისი 2018
ლევან ჯუღელი: ვეტერანებს ჩვენ ექიმებთან ურთიერთობა სურთ, რადგან მათი ისტორიაც იციან და მიდგომაც
"აქ თავისი სპეციფიკაა, ვეტერანები არ არიან ჩვეულებრივი პაციენტები. კონკრეტული დაავადების გარდა, არის მორალურ-ფსიქოლოგიური მომენტები და ა.შ. რის გამოც ჩვენთან მოდიან. იმის მიუხედავად, რომ კარგი პირობები არ გვაქვს, რიგები დგას, სურთ მოვიდნენ და ამ ექიმებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, რომლებმაც მათი ისტორიაც იციან და შესაბამისი მიდგომაც".
   
15 მაისი 2018
გიორგი კვირიკაშვილი: 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი
დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.
   
27 აპრილი 2018
„ამ ფორმით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება“
„მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობაზე. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ თუ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს, გაცილებით ფართომასშტაბიან პროტესტს მიიღებენ. მოსახლეობასთან ერთად ეკოლოგები, გარემოს დამცველები არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ასობით კაშხალი აშენდეს, დაიტბოროს ასობით ხეობა და მდინარეები მოექცნენ გვირაბებში. ეს ნიშნავს საქართველოს მთიანეთის დაკარგვას, ტურიზმის პოტენციალის დაკარგვას და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხიფათის ქვეშ დაყენებას“.
   
25 აპრილი 2018

   
28 თებერვალი 2018
რა პრობლემები აწუხებთ დევნილებს?
90-იანი წლების კატაკლიზმები უამრავი ოჯახის, ადამიანების ბედზე აისახა. გარედან ისპირირებულმა სამხედრო კონფლიქტებმა საქართველოს ნახევარ მილიონამდე დევნილი მოსახლეობა გაუჩინა, რომელიც დღემდე არსებობისთვის იბრძვის. ადამიანები მშობლიურ მიწაზეც მშვიდობიანად ვეღარ გადაადგილდებიან.
   
28 თებერვალი 2018
სარკინიგზო რეალობა - სამუშაოები 70 მეტის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე
რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და „კურიერს“ გადასცეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია