მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
10 მაისი 2019
მაიზერ გელოვანი - სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია
"უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან. სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ".
   
09 მაისი 2019
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება
"ისევ და ისევ ამ ხალხის, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა შრომა და ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, თითოეული ამ ადამიანის გმირობა უნდა გვახსოვეს და მოვუფრთხილდეთ; რათა ჩვენც მათ მიერ გაკვალული გზით ვიაროთ, მაგალითი ავიღოთ; ამ ხალხის მამოძრავებელი სულისკვეთება არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ამ გზით გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს".
   
24 აპრილი 2019
სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებში „ცეცხლსაქრობით“ სირბილი და არასამთავრობოების „მინიფესტები“ საქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.
   
04 აპრილი 2019
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. მთლიანობაში, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიკურ სამუშაოზე გარეთ გასული პატარების რიცხვი 5 ათასამდეა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნებისმიერი საზოგადოების განვითარების დონე იმით იზომება, თუ როგორ ზრუნავს ის ბავშვებსა და მოხუცებზე, - ამ მხრივ, რა ნიშნული უკავია ქართულ საზოგადოებას?
   
01 მარტი 2019
„ცხოველების ფერმა“
ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოში სხვა დარგებთან ერთად, მესაქონლეობაც ნელ-ნელა ვითარდება. ქვეყანამ იმას მაინც მიაღწია, რომ ბაზრობებზე ცხენისა და ვირის ხორცის დეკეულისად გასაღებას ადვილად ვეღარ ახერხებენ. მარტო ბოლო დღეებში, სურასათის ეროვნულმა სააგენტომ „დეზერტირების“ მიმდებარე ტერიტორიიდან ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმოშობის ხორცპროდუქტები ამოიღო.
   
08 თებერვალი 2019
საქართველოს სახელით გადაწყვეტილებებს უმაღლესი იურიდული განათლების არმქონე მოსამართლე იღებს?
ადვოკატის განცხადებით, საქმე მესამე ინსტანციაში გასაჩივრდება და, იმედია, სასამართლო (უზენაესი) ამ შემთხვევაში მაინც სამართლიანი იქნება: „თუ გვინდა სასამართლო ხელისუფლების რეპუტაცია სათანადო დონეზე იყოს, ასეთი მოსამართლეები სისტემამ უბრალოდ უნდა ჩამოიშოროს; რადგან ამ ერთი საქმიდანაც ცხადად ჩანს, რომ „ავგიას თავლები“ სასწრაფოდ დასალაგებელია“, - დასძენს ადვოკატი.
   
07 იანვარი 2019
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
"ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, – ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის".
   
05 იანვარი 2019
მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა ჩამონათვალი გაიზარდა
„ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია