მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
19 აგვისტო 2021
„მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის“
დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისის სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში ნაცნობისთვის გავატანე. მას აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
16 აგვისტო 2021
„ხელისუფლება, როგორც ფალავანდიშვილის სამართალმემკვიდრე აგრძელებს ჟურნალისტების გალახვას“
5-6 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მედიას ბოდიში არ მოუხადა და აგრესიული დამოკიდებულება არ შეცვალა. პირიქით, მთავრობის წარმომადგენლები ღიად ცდილობენ, ყველაფერში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები დაადანაშაულონ; მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი აწარმოონ, მიკროფონი წაართვან, აღარ დაუბრუნონ და ა.შ.
   
06 აგვისტო 2021
ვაქცინებმა და წამლებმა გადაგვარჩინეს, თორემ მილიარდს ვერ ავცდებოდით - გიორგი ფხაკაძე
"როცა ყველა გამოვფხიზლდებით და ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის! ასევე, ეკუთვნის ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს და ქვეყანას. შესაბამისად, სამედიცინო პირბადე ცხვირზე, არ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებებში და ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ, რომ აღნიშნული პროგრამა იყოს არა პოლიტიკური და არაანგაჟირებული, იყოს რეალური პროგრამა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება".
   
04 აგვისტო 2021
პროდუქტის შენახვის ვადა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი შენახვის პირობები არის დაცული - მადონა კოიძე
სურსათის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ჩვენს რეალობაში კვლავაც უმწვავეს პრობლემად რჩება. განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში სიფრთხილეს თავი (მუცელიც) არ სტკივა, როდესაც თბილისსა თუ რეგიონებში ქაოსურ გარევაჭრობას არაფერი ეშველა. სხვაზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა იგივე რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, კვერცხი და მისთანები პირდაპირ გზის პირას დახლებზე დაყრილი, მცხუნვარე მზეზე იყიდება. ხოლო აქედან მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩენამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
   
26 ივლისი 2021
შეეძლოთ გერმანიის საელჩოში ან ჩვენთან მაინც ეკითხათ რამდენია გერმანიაში მინიმალური ხელფასი - ირაკლი პეტრიაშვილი
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამამ ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. იმედი იმისა, რომ უმუშევრად დარჩენილი სამი თვით წავიდოდა, პატიოსნად იშრომებდა, კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მიიღებდა, ვალების ნაწილს მაინც გაისტუმრებდა, ცხოვრებას ცოტა უფრო ღირსეულად გააგრძელებდა... აღმოჩნდა, რომ აქაც ხშირ შემთხვევაში „გაჭირვებულს ქვა აღმართში წამოეწია“. თურმე კაცი ბჭობდა, ხოლო ზემოთ „დასაქმების სააგენტოში“ კონტრაქტის პირობებსაც კი არასწორად, კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ავსებდნენ.
   
22 ივლისი 2021
რა კავშირი აქვს შენობების ექსპლუატაციის ახალ რეგულაციას ბინების გაყიდვასთან
"თუ დამნაშავეა, თუ შენობა არასწორად და დარღვევებით ააშენა, ამნისტიას რატომ ვუცხადებთ? თუმცა დამოკიდებულების იმ ნაწილში ვეთანხმები, მოდით ახალი ფურცლიდან დავიწყოთო. ისიც ბრძნული ნათქვამია - ახალი ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ კალიგრაფიას ვერ შეიცვლიო. ეს ხელისუფლება თუ ახალი მაინც იმავეს გააკეთებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. კალიგრაფია უნდა შევცვალოთ, ახალი ფურცლები გასაგებია რომ არ გამოგველევა".
   
21 ივლისი 2021
ახალი სატრანსპორტო სქემა თბილისში - ქაოსი თუ წესრიგი?
ილია ჭავჭავაძის გამზირი მრავალთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, 2020 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა. ცოტა მოგვიანებით, ახალი სატრანსპორტო სქემა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ამოქმედდა. თავდაპირველი, ერთგვარი ქაოსის მიუხედავად, დროთა განმავლობაში მოძრაობა მეტ-ნაკლებად დალაგდა. ახლა მთავარია პროცესი როგორ გაგრძელდება და სხვა სატრანსპორტო დერეფნებსა თუ მომიჯნავე ქუჩებს რამდენად გამართულად მოიცავს.
   
10 ივნისი 2021
შალვა ნადირაძე - პანდემიის წინააღმდეგ მთავარი წამალი ჯანსაღი ცხოვრების წესია
"პანდემიის წინააღმდეგ მთავარი წამალია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ასევე შეძლებისდაგვარად კვება ნატურალური პროდუქტებით. საჭიროა ღია სივრცეში მეტი მოძრაობა, სიარული, რბენა, რათა გააქტიურდეს მთელი სასუნთქი სისტემა, ფილტვები. პირადად ჩემი და საახლობლოს გამოცდილებით, ძალიან კარგ შედეგებს იძლევა სოდიანი თბილი წყლის გამოვლება ყელსა და ცხვირის ნესტოებში. ვინც ფიზკულტურას არ მისდევს, უფრო მეტად მართებს გამოიჩინოს სიფრთხილე და შეასრულოს გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები".
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE