მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
24 ივლისი 2012
ქართველი მილიარდერი პრემიერმინისტრობისთვის ბიზნესს ტოვებს
ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას, სოფლის მცხოვრებლებს საცხოვრებელი პირობების, სკოლების და პენსიების მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას პირდება, სააკაშვილს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და რუსეთთან ომის პროვოცირების გამო აკრიტიკებს. თავის მხრივ ქართველი პოლიტიკოსები მილიარდერს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეა.
   
21 ივლისი 2012
საქართველოს მმართველი პარტია არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით წინადადებით გამოდის
როგორ უზრუნველყოფს მმართველი პარტიის წინადადება მართლაც „სამაგალითო არჩევნების“ ჩატარებას, ცხადი არ არის, მით უფრო, რომ ეს წინადადებები შესასრულებლად სავალდებულო არ არის და დღემდე გაურკვეველია, ვინ ჩაუტარებს მონიტორინგს მათ შესრულებას. კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ერთი წლის წინ აცხადებდა, "თავისუფალ არჩევნებს ვერ უზრუნველყოფ მხოლოდ იმით, რომ ჰალსტუხებს გავიკეთებთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავხსდებით".
   
20 ივლისი 2012
სააკაშვილს უნდა, რომ მისი კონკურენტები ქცევის კოდექსს დაეთანხმონ
მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ ის ბოროტად იყენებს საქართველოს სამართლებრივ სისტემას მისი პარტიის კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით, მას შემდეგ რაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მთელი რიგ არასასურუველ გადაწყვეტილებებს, ოპოზიციონერი აქტივისტების დაპატიმრებებსა და მისი მეუღლის ტელევიზიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
   
19 ივლისი 2012
წინასაარჩევნო კამპანია დედაქალაქიდან რეგიონებში ინაცვლებს
იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა, ზოგიერთი შეფასებით 30%-ს აჭარბებს (ოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 15,1%), საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ცხოვრების ხარისხის ისეთი ძირითადი ასექტების მიმართ, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, უფრო აქტუალურია, ვიდრე საარჩევნო პროცესის სამართლიანი მიმდინარეობით წუხილი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის არასამთავრობო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ივნისის ანგარიშის ავტორები. NDI 2012 წლის არჩევნების მონიტორინგს ატარებს.
   
18 ივლისი 2012
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კახა კალაძე პოლიტიკურ სცენაზე გადის
იტალიის "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. "ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს", – ამბობს კალაძე.
   
17 ივლისი 2012
მართლაც განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში
"სააკაშვილს უფლება აქვს მძევლად ჰყავდეს ქართველი ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს მოსწონს მისი საგარეო პოლიტიკა? და ბინძური მეთოდებით თავგზას უბნევდეს ამომრჩეველს ივანიშვილის სავარუდო კავშირებით რუსეთთან, ზუსტად ისევე, როგორც პუტინი აქეზებდა საკუთარ ამომრჩეველს საქართველოსთან კონფლიქტისას? რას ნიშნავს ეს ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის? ან სააკაშვილის ფლირტი ირანთან როგორ შეესაბამება მის განცხადებებს ერთგულებაზე?"
   
16 ივლისი 2012
ქართული პოლიტიკა: მოსისხლე მტრობა
ივანიშვილის პოლიტიკურმა გამოღვიძებამ ქართველი ამომრჩევლებიც გამოაღვიძა. უზარმაზარი, მშვიდობიანი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც შორსაა იმ ყველაფრისგან, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა. კვლევები ცხადყოფს, რომ დღეს გაცილებით მეტი ქართველი (75%) გეგმავს ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ამას შარშან სექტმბერში (51%) აპირებდა. და პოლიტიკური დებატები დიდწილად ფოკუსირებულია ისეთ პრობლემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია რიგითი ქართველებისთვის და არამხოლოდ პერსონალიებისთვის.
   
15 ივლისი 2012
იუსტიციის სახლი, მარგალიტი საქართველოს გვირგვინში
საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE