მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
03 აგვისტო 2012
საქართველო: “მიშას ჩახუტების კამპანია”
თუკი ქართული არხები მართლაც შეეცდებიან რეპორტაჟების მომზადებას და იმის ანალიზს რასაც აჩვენებენ, ქვეყანა, და მათ შორის ბებიებიც, მხოლოდ მოიგებენ ამით. მაშინ მართლაც იარსებებდა გემრიელად ჩახუტებისა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის მიზეზი.
   
30 ივლისი 2012
აქამდე მივიდა საქმე საქართველოში?
"მე ვიცი ეს რას გავს და რისი სუნი ასდის: ავტორიტარიზმის. სააკაშვილმა დაგმო წყაბელიასადმი მოპყრობა, რასაც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებდა. მაგრამ სად არის წუხილი იმ ატმოსფეროს გამო, რომელიც უსაფრთხოების აგენტებს უბიძგებს იფიქრონ, რომ მოხუც ქალბატონზე ძალადობა და მისი სარდაფში გამოკეტვა სწორი საქციელია? ან პოლიციას აიძულებს იგნორირება გაუკეთოს დევნასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც მის კართან ხდება?"
   
30 ივლისი 2012
დაკარგული სამოთხე: აფხაზეთის დამოუკიდებლობის 20 წელი
თუკი სადმე არსებობს კიდეც დედამიწაზე ადგილი, რომელიც ამდენ მელანქოლიურ მოგონებას და წუხილს იწვევს ვიდრე აფხაზეთი, ჩემთვის ის უცნობია. სევდიანი რესპუბლიკა – 250 ათასი ადამიანის სახლი, რომლებიც ჯერ კიდევ გლოვობენ თავიანთ დაღუპულ თანამემამულეებს და გეგმავენ საკუთარ მომავალს.
   
29 ივლისი 2012
საქართველომ ოპოზიციონერი ფეხბურთელის საბანკო ანგარიშები გაყინა
პარასკევს, საქართველოს სასამართლომ გაყინა ყოფილი ფეხბურთელის და ოპოზიციონერი ლიდერის კახა კალაძის საბანკო ანგარიშები ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაზეც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მტრების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს სამართლებრივი დევნაა. ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც იტალიის „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, უპირისპირდება მმართველ პარტიას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც იმ ახლად ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
   
29 ივლისი 2012
უკრაინა და საქართველო რუსეთს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
რუსეთის ზოგიერთი მეზობელი ფიქრობს, რომ სინამდვილეში მოსკოვი არც არასდროს შეგუებია იმ ფაქტს, რომ მან დაკარგა კონტროლი თავის მეზობლ ქვეყნებზე 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ახლა, ის როგორც ჩანს ამ მეზობლების დაბრუნებაზე ფიქრობს – იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიების წყალობით მაინც, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობენ. უკრაინა და საქართველო აპროტესტებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვებგვერდზე უზუსტობებს ზოგიერთი რუსი სპორტსმენის ბიოგრაფიაში. ეს უზუსტობები ამ ქვეყნებს რუსეთის ნაწილად წარმოაჩენს.
   
25 ივლისი 2012
საარჩევნო ხმები საქართველოში "უკვე მოპარულია"
"მე ისეთი განცდა მაქვს, რომ არჩევნები უკვე მოპარულია", - ამბობს ჯაფარიძე, "ამიტომაა, რომ ოპოზიციას ექცევიან ისე, როგორც ექცევიან. მე სიტუაციის ესკალაციას ველი და ამ თვალსაზრისით ზაფხული მძიმე იქნება. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვუერთგულებთ პოლიტიკურ და საკონსტიტუციო მეთოდებს. მთავრობა ცდილობს, ჩვენ ქუჩის აქციებში ჩაგვითრიოს, მაგრამ ჩვენ ურყევად მივყვებით საკონსტიტუციო გზას".
   
25 ივლისი 2012
ქართული მედიაგარემო არჩევნების წინ გაუარესდა
ივანიშვილის მედიაძალაუფლება მეცხრე არხის გარშემო იგება. ეს არხი ამერიკელმა პროფესიონალებმა შექმნეს და ის სი-ენ-ენის ქართული ვარიანტი იქნება. მეცხრე არხი კონკურირებას უწევს სამ ნაციონალურ მაუწყებელს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პროპაგანდის მანქანად იქცა.
   
24 ივლისი 2012
ქართველი მილიარდერი პრემიერმინისტრობისთვის ბიზნესს ტოვებს
ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას, სოფლის მცხოვრებლებს საცხოვრებელი პირობების, სკოლების და პენსიების მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას პირდება, სააკაშვილს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და რუსეთთან ომის პროვოცირების გამო აკრიტიკებს. თავის მხრივ ქართველი პოლიტიკოსები მილიარდერს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეა.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია