მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
27 თებერვალი 2013
"შვიდ თვეში პრეზიდენტის დაცვისთვის გამოყოფილია 7 მილიონი ლარი"
"საქართველოს პრეზიდენტი კანონით უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით. ამჟამად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მისი უსაფრთხოება ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურებს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში".
   
26 თებერვალი 2013
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის
"პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში.
   
25 თებერვალი 2013
"თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"
25 თებერვალი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. ზუსტად 92 წლის წინათ, 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
   
18 თებერვალი 2013
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ასდღიანი საქმიანობა შეაფასეს
100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
   
10 თებერვალი 2013
უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს – ბიძინა ივანიშვილი
"არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადსტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას".
   
30 აგვისტო 2012
დაღესტნის ვილაიათი საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება
„ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცნობი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, აშკარაა, რომ რუსეთის როლი იკვეთება. აღნიშნულმა ჯგუფმა საქართველოს ტერიტორია რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთზე გადმოკვეთა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებია კონცენტრირებული. ამასთან, ბუნებრივია, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს კარგად ესმით, რომ ჩვენი საერთო მტერი პუტინის რეჟიმია და შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხებს შორის არსებული ნდობა და კეთილგანწყობა, ФСБ-ს ვერაგული გეგმებით არ შეილახოს“.
   
26 აგვისტო 2012
ბიძინა ივანიშვილი: მესიის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ
"პირველი რაც უნდა მოხდეს, უნდა აღდგეს სამართლიანობა. ის ტოტალური უსამართლობა, რომელიც ჩვენს რეგიონში სუფევს, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს არის სწრაფი გასაკეთებელი. საქართველო არც ისე რთული ქვეყანაა და ყველაფერი ერთ კაცზე სწორდება. ვისაც სურს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ამას არ სჭირდება დიდი ინვესტიციები, ამას სურვილი სჭირდება. ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სამართლიანობას სწრაფად აღვადგენთ. საქართველოში ყველაფერი ერთი კაცისგან განიკარგება და ამის შედეგი მივიღეთ – გაპარტახებული საქართველო და საზღვარგარეთ გადახვეწილი უამრავი ქართველი".
   
25 აგვისტო 2012
კახა კალაძე: სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ ვთვლი
"საინტერესო ის არის, რომ ჩემს ავტოგოლებზე საუბრობს ადამიანი, რომელმაც ბევრი ავტოგოლი გაიტანა საკუთარ კარში – ჩვენი ქვეყნის კარში და ეს აისახება ტერიტორიების დაკარგვაში, ახალგაზრდა ბიჭების დაღუპვაში. ძალიან საინტერესოა, თუ შესწევს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტს ძალა, რომ ქართველ ხალხს იმისთვის, რაც ქვეყანას გაუკეთა, ბოდიში მოუხადოს".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია