მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
25 აგვისტო 2012
კნუტ ვოლებეკი: ქართული სოფლების დანგრევა საერთაშორისო სამართლის დანაშაულია
„ასეთი გეგმები, შესრულების შემთხვევაში, იმ ეთნიკურად ქართული სოფლების მცირე ნაწილსაც გაანადგურებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩა. სახლები, რომლებიც ამ სოფლებში დგას, სოფლის მცხოვრებლებს ეკუთვნით და არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ“, - აცხადენს ვოლებეკი.
   
22 აგვისტო 2012
წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ამერიკული პეპლის შესაწამლი მანქანებით ებრძვიან
„სოფელში შესვლისთანავე ეს მანქანა აგვედევნა და შეკრების ადგილთან შორიახლოს გაჩერდა. როდესაც ხალხი მოგროვდა და საუბარი დავიწყეთ, ჩვენსკენ წამოვიდა. კი მივხვდით, რასაც აპირებდა, მაგრამ ისე სწრაფად მოგვიახლოვდა, ვერაფერი მოვიმოქმედეთ. ირგვლივ თეთრი ნისლი დადგა და ხილვადობა გაძნელდა. ადგილობრივებმა მანქანაში სოფლის რწმუნებული ამოიცნეს. მე ახლა წამოვედი ჯგალიდან და ვაპირებ ეს ამბავი თბილისში კოალიციას შევატყობინო. არსებობს ადგილზე გადაღებული ვიდეომასალაც“.
   
04 აგვისტო 2012
საერთაშორისო დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება
"ნატო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სისასტიკეს და კორუფციულ საარჩევნო ქმედებებს. იმიტომ, რომ ასეთი ქვეყნები სახიფათო მოკავშირეები არიან. ნატოს წევრობა, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კეთილდღეობა – ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დგება ამ არჩევნების დროს, ეს არჩევნები შესაძლოა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ამ საუკუნეში, შედეგების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა დავინახოთ ქვეყნის კეთილდღეობა, მაგრამ ჩვენ ვართ მიუკერძოებლები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე", – დასძინა მეფორდმა.
   
24 ივლისი 2012
საპარლამენტო ფრაქციამ სარეზერვო ფონდების გახარჯვაზე პასუხი ვერ მიიღო
მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, სარეზერვო ფონდების განკარგვაზე ინფორმაცია პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, თვის ბოლოსთვის შევა. მისმა პასუხმა ფრაქციის წევრები აღაშფოთა. "ეს ფონდები პირადი კეთილდღეობისთვის შექმენით. შემდეგ კი პარლამენტში მოდიხართ და გვეუბნებით, რომ კიდევ ამდენი თანხის დამტკიცება გინდათ", – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომლის თქმითაც, სარეზერვო ფონდის თანხა სააკაშვილის "ტაშ-ფანდურებზე", ტოტო კუტუნიოს კონცერტებსა და მსგავს ღონისძიებებზე უკანონოდ იხარჯება.
   
20 ივლისი 2012
ბიძინა ივანიშვილი ზარალის სალიკვიდაციოდ ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს გადაიხდის
"შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე, 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება. შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია, ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო".
   
19 ივლისი 2012
ლუის ნავარო: საქართველოში შიშის ფაქტორის არ მჯერა
"საერთოდ საქართველოში შიშის ფაქტორის არ მჯერა. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გამოვკითხეთ ყველაზე მეტი ადამიანი, რაც აქამდე გამოგვიკითხავს - 6299 ადამიანი და მეორე, ჩვენ ასევე ვატარებთ ხოლმე ფოკუს ჯგუფების კვლევებს, სადაც 10 ადამიანი შედის აბსოლუტურად უცხო მოდერატორთან ოთახაში, მოდერატორი მას ეუბნება, რომ მათი საუბარი იწერება ვიდეოკამერაზე და მაინც ეს ათი ადამიანი თავისუფლად საუბრობს პოლიტიკაზე. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია და გვსმენია შევიწროვების შემთხვევები, თუმცა ეს არ შეიძლება განზოგადდეს და ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობაში არსებობს შიშის ფაქტორი".
   
17 ივლისი 2012
„მაესტროს“ სატელიტური ანტენების მორიგი პარტია დააყადაღეს
ალიანსი "ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის" გმობს ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღებასა და მათ წინააღმდეგ სახელწმიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებას. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედებები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას და ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლას ემსახურება.
   
11 ივლისი 2012
ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს
"მერაბიშვილი ვერ ბედავს ილაპარაკოს, როგორც პრემიერ-მინისტრმა, უფრო მკვეთრი იყოს, მან ილაპარაკა, როგორც თბილმა, კარგმა ადამიანმა. აქ პოლიტიკური საუბარი ნაკლებად იყო. იმის თქმა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს, ნიშნავს იმას, რომ მან თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში ის უზარმაზარი მიტიგები ვერ დააფიქსირა, რომელიც პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ვანო მერაბიშვილმა ალბათ, ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილი ძალიან სერიოზული მოქმედი პოლიტიკოსია და სწორედ იმიტომაა ახლა ის პრემიერ-მინისტრად დანიშნული, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებობს. ამიტომ ეს ნათქვამი ჩემი აზრით, არც გულწრფელია და არც ვაჟკაცური", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია