მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
04 ივნისი 2012
„ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ აქციას კომპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ
"დღეს კი ბანკმა დაიბარა ხალხი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი ვანო ზარდიაშვილი ხელმძღვანელობს და ოფისთან აქცია მოაწყო. დღევანდელი აქცია არის ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე და დღეს „საქართველოს ბანკმაც“ მოიხსნა ის ნიღაბი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ატარებდა“, - განაცხადა რაზიკაშვილმა და დასძინა, რომ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ზვიადაური ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.
   
03 ივნისი 2012
"Freedom House" ჰილარი კლინტონს მოუწოდებს, კავკასიაში ვიზიტისას ადამიანის უფლებები მთავარ თემად აქციოს
“Freedom House” კლინტონს ყურადღების გამახვილებას რამდენიმე საკითხზე ურჩევს.“აზერბაიჯანში ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ აქტივისტებს აშინებენ და მათ ანტისამთავრობო დემოსტრაციების დროს აკავებენ. საქართველო უზრუნველყოფს ზოგიერთ, თუმცა არა ყველა ინსტიტუციურ გარანტიას და უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარების იმედსაც იძლევა, თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო ეფექტური და განვითარებული პოლიტიკური პლატფორმების შექმნისთვის ერთგვარი ტესტია”, - აღნიშნავს ორგანიზაციის დირექტორი დევიდ კრემერი.
   
03 ივნისი 2012
„polityka Wschodnia“: კლინტონის ვიზიტი კავკასიაში ირანზე თავდასხმისთვის მზადებას უკავშირდება
„ჰილარი კლინტონის ვიზიტი აზერბაიჯანში ღია მესიჯია ოფიციალური თეირანისთვის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ ბაქოსა და ისრაელს შორის 1,6 მილიარდ დოლარის ოდენობის იარაღის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. მაშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეძენილი იარაღი სომხეთთან შესაძლო ომისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა, ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სენსაციური ინფორმაცია, რომ ისრაელი და აზერბაიჯანი აზერბაიჯანული ბაზების ირანის წინააღმდეგ გამოყენების შესახებაც შეთანხმდნენ. ჟურნალში ასევე იყო ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე უამრავი აზერბაიჯანული ტანკია განლაგებული, რის გამოც ირანმა აზერბაიჯანთან საზღვარი გადაკეტა. ზემოაღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას აპირებს“ - წერს სტატიის ავტორი.
   
02 ივნისი 2012
ზუგდიდიდან ფეხით მომავალი შვილმკვდარი მშობლები სამართლიანი გამოძიების დაპირების საფუძველზე რიკოთის უღელტეხილიდან უკან დააბრუნეს
“მათ გვკითხეს თუ რის გამო მივდიოდით პრეზიდენტთან. ჩვენ ვუთხარით, რომ ობიექტურ გამოძიებას ვითხოვდით და პრეზიდენტთან საუბარს სწორედ ამ საკითხზე ვაპირებდით. შემდეგ მათ გვთხოვეს, რომ უკან, ზუგდიდში დავბრუნებულიყავით და პირობა მოგვცეს, რომ ამ საქმეებს ზუსტად ორი თვის ვადაში გამოიძიებდნენ. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ, ორ თვეს ერთი დღეც რომ გადასცდეს და საქმე გამოძიებული არ იქნას, პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით ისევ წავალ”, - განაცხადა გადელიამ.
   
02 ივნისი 2012
დევნილობაში მყოფი ადამიანები სასტუმრო "გეოლოგსა" და სასტუმრო "მეგობრობაში" გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ
"მათი ამჟამინდელი სამყოფელი დანგრევის პირასაა მისული. შენობებში ელექტროენერგია არ აქვთ, არ მიეწოდებათ წალი, შენობაში წყალი ჩამოდის. ისედაც გაუბედურებული ეს ხალხი, ხელისუფლებისგან საცხოვრებელ პირობებს ითხოვს. ჩვენ ვაპირებთ, ამ კვირაშივე დევნილთა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად სპეციალური ბრიფინგი ჩავატაროთ და ხელისუფლებას დევნილთა მძიმე სოციალური ყოფის შესახებ ინფორმაცია ამ გზითაც მივაწოდოთ", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
   
26 მაისი 2012
ჯონ ბასი: უნდა ჩატარდეს გამოძიება ზოგი პოლიციელის მიმართ
24 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. ამ ანგარიშზე, ასევე, საქართველოში არსებული ვითარების ზოგიერთ სხვა ასპექტზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ნინო გელაშვილს ესაუბრა აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი.
   
25 მაისი 2012
კახი კახიშვილი: აგიტაციაში პოლიციის მინისტრის ჩართვაც აკრძალულია
„თუ გადახედავთ მთელ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს პარტიის წევრობას და აგიტაციაში მონაწილეობას, როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში, ნახავთ, რომ ყველგან აკრძალულია პოლიციელის ჩართვა ასეთ საკითხებში და პირველ რიგში მინისტრის, რადგან ის, არის ამ უწყების პირველი პირი და პასუხისმგებელია სამინისტროს საქმიანობაზე,“ - განუცხადა „ტრიბუნას“ კახი კახიშვილმა.
   
25 მაისი 2012
ივანიშვილმა ამერიკელების რჩევით პირადი დაცვა გააძლიერა
„საერთოდ, ძალიან ფრთხილი პიროვნება ვარ. ჩემი ბიზნესიც ისე ავაწყვე, რომ ძალიან ფრთხილად ვიყავი ყოველთვის, მაგრამ, საოცრებაა, რაც პოლიტიკაში შემოვედი ერთი გრამი შიში არ გამაჩნია. ყველაფერს გავაგრძელებ ისე, როგორც ვაპირებდი და მივიყვან ბოლომდე,“–აღნიშნა ივანიშვილმა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია