მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
24 ივნისი 2012
ზაქარია ქინქლაძე 25 დღით დააპატიმრეს
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი ზაქარია ქინქლაძე სამართალდამრღვევად სცნო და 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროცესი ისე ჩაატარა, რომ არც ადვოკატისთვის და არც ზაქარია ქინქლაძის ოჯახის წევრებისთვის არ გაუგებინებიათ. უცნობია სად გადაიყვანენ დაკავებულს.
   
21 ივნისი 2012
„უწყინარი თეფშები ხელისუფლებისთვის მთავარი საფრთხის მატარებელი გახდა“
„დღეს განვითარებული მოვლენები არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის ბოლო აკორდი ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ერთადერთი სიძნელე, რასაც სააკაშვილი წააწყდა „გლობალ TV“-ს მიერ ბოლო კვირებში დაყენებული 22 000 თეფშია. მიხეილ სააკაშვილმა თავისივე დაქვემდებარებულ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს გააცემინა ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ თეფშები და სამაუწყებლო ტექნიკა დააყადაღონ. პროკურორი ვერ აკონკრეტებს ვის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. შუამდგომლობაში წერს, რომ ეს ეხება გარკვეულ პირებს, თუმცა დაკონკრეტებული არც ერთი მათგანი არ არის. უკანონოა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელზეც მოსამართლეს ხელმოწერაც დაავიწყდა. ამასთან ბრძანებაში არ წერია თეფშების ამოღების შესახებ“.
   
19 ივნისი 2012
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნებას მოითხოვს
ბრიტანეთში მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მისთვის ტელეკომპანია „მზის“ ჩამორთმევაში პრეზიდენტ სააკაშვილს, მერ გიგი უგულავასა და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს ადანაშაულებს. როგორც „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა თემურ მამასახლისმა და ბრიტანელმა ადვოკატმა საიმონ ფაჯეთბრაუნმა განაცხადეს, სარჩელების მომზადება დასრულების პროცესშია და იგი უახლოეს მომავალში როგორც ქართულ სასამართლოში, ამავდროულად, საერთაშორისო სასამართლოში, შესაძლოა, ბრიტანეთში შევიდეს.
   
15 ივნისი 2012
აკაკი მინაშვილს ჯონ ბასის განცხადების „კარგად წაკითხვას“ ურჩევენ
Must carry-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს , - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას, რომლის თემაც იყო „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები – წარსული, აწმყო, მომავალი“. ელჩის განმარტებით, ის, როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა, ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია: „ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება და მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ“.
   
15 ივნისი 2012
აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ
„21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.
   
15 ივნისი 2012
ბიძინა ივანიშვილს 126 000 000 ლარის ნაცვლად 63 110 095 ლარის გადახდა დააკისრეს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი სავარუდოდ, არც განახევრებული ჯარიმების გადახდას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ და კოალიციის წევრმა თინა ხიდაშელმა განუცხადეს. „რაც შეეხება თანხის განახევრებას, აქ საქმე მარტივადაა. მოგეხსენებათ, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში და ასევე უცხოელების ჩარევით, ათმაგი ოდნობის ჯარიმა ხუთმაგით შეიცვალა. რაც შეეხება იმას, გადაიხდის თუ არა ივანიშვილი აღნიშნულ თანხას, მან ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა და შეგიძლიათ, ისევ ძველი კომენტარით ისარგებლოთ“, - ამბობს ხიდაშელი.
   
11 ივნისი 2012
„აპატურაის გაუკვირდა, სასამართლოს მიერ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილების მიღება“
უსუფაშვილის თქმით, ჯეიმს აპატურაი ძალიან დეტალურად დაინტერესდა იმ სასამართლო პროცესით, რომელიც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილისთვის 150 მილიონამდე ლარის ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით გაიმართა. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ისეთივე ტემპებში მოხდა, როგორც ზოგადად 15 ლარიანი ჯარიმის დაწესების დროს ხდება. დავით უსუფაშვილის ცნობით, ჯეიმს აპატურაის გაუკვირდა, როგორ მოხდა ასე სწრაფად სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
   
06 ივნისი 2012
„ქვეყანაში დემოკრატია სრულ სიყალბეზე დგას“
„ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ავტორიტეტული უცხოელი პოლიტიკოსების გამონათქვამები მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციით გაიგოს. პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას აძლევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართოს, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს ღია დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები მყარად დგას ფეხზე, მაშინ, როცა უკლებლივ ყველა სტრუქტურა – ეროვნული ბანკისა და კონტოლის პალატის ჩათვლით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად არის მოდერნიზებული".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია