მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
11 ივლისი 2012
ვანო მერაბიშვილი შს მინისტრობისას მომხდარ ნებისმიერ ფაქტზე პასუხისმგებლობას იღებს
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მომხდარ არცერთ ფაქტზე პასუხისმგებლობას არ გაურბის. "ნებისმიერი ფაქტი, რომლითაც შეილახა საქართველოს მოქალაქის უფლება, რომელიც მოხდა ჩემი მინისტრობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი სახელი ფიგურირებდა თუ არა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ", – აცხადებს მერაბიშვილი ჟურნალისტის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
   
03 ივლისი 2012
მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია
"სად შაშკინი, სად თავდაცვის სამინისტრო?!. ამას სჯობდა, რომელიმე სკოლის მანდატური დაენიშნათ თავდაცვის მინისტრად, ალბათ უფრო მეტი შედეგი იქნებოდა. ასე რომ არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, ამის ძალიან კარგი მაგალითია ეს. სააკაშვილს არ ჰყავს კადრი და არც აინტერესებს, რომ პროფესიონალი მოძებნოს რომელიმე სამინისტროსთვის. მისთვის მთავარია, საკუთარი შიშები დაიოკოს, რომელიც ძალაუფლების დაკარგვას უკავშირდება. ბაჩო ახალაია ჯერ რა თავდაცვის მინისტრი იყო, მაშინ როდესაც ის პირადად არაერთხელ მოხვედრილა ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, საერთაშორისო დოკუმენტებში, მათ შორის აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში".
   
01 ივლისი 2012
ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას წარადგენს
არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია შეცვლის; შესაბამისად, ორშაბათს უნდა დასახელდეს თავდაცვის ახალი მინისტრიც. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას, შს მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, თავდაცვის უწყებაში უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეცვლის.
   
30 ივნისი 2012
ფონდი „ქომაგი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
"მოგმართავთ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განცხადებით მოგვმართეს დახმარების თხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაბარებულები იქნებით შს სამინისტროს მიერ მოწმის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად აუცილებლად დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 595 39 29 92 ან ქალაქის ნომერზე 231 30 61. "ფონდი ქომაგი" არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოახდენს თქვენი ინტერესების დაცვას და ადვოკატირებას", – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "ქომაგის" თავმჯდომარე ია მეტრეველი ავრცელებს.
   
29 ივნისი 2012
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღეს ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, მოსამართლემ არ დაასახელა არც ერთი მიზეზი, თუ რატომ ეთქვა უარი ივანიშვილს მოქალაქეობაზე. ადვოკატები აღნიშნულ განჩინებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით კი, მისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ხელისუფლება დროს მაქსიმალურად აჭიანურებს, რათა ივანიშვილმა არჩევნებმადე მოქალაქეობის მიღება ვერ მოასწროს.
   
28 ივნისი 2012
რატომ დააჯარიმეს ბიძინა ივანიშვილი?
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობით, არსებული მტკიცებულებებისა და კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება კანონის შესაბამისი არ იყო. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ.
   
28 ივნისი 2012
სახალხო დამცველი: „დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა შეუფერებელ ქცევას წარმოადგენს“
„2012 წლის 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი პროვოკაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის ჩვეული პროვოკაციებითა და ძალადობით აპირებს ბრძოლას პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ. მისთვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური ტერორი, ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, უკანონოდ დაპატიმრება ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა ხელისუფლების წარმომადგენელებს ადამიანის სახე უკვე დიდი ხანია დააკარგვინა“.
   
25 ივნისი 2012
თინა ხიდაშელი: „კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას უკრძალავენ“
ხიდაშელის თქმით, კონტროლის პალატის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი სახელისუფლებო ალტერნატივის მქონე ძალის ანგარიშების დაყადაღებას ნიშნავს: „ამით პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას უკრძალავენ, რადგან დაყადარებული ანგარიშით პარტია საარჩევნო კამპანიას ვერ გააგრძელებს. მაინტერესებს, როცა ამ უკანონობას აკეთებენ, თუ უფიქრიათ, როგორი პოლიტიკური შედეგი შეიძლება დადგეს“.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია