მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
03 აგვისტო 2018
ზაფხული და ტრანსპორტი ჩვენი მღელვარებისა
ამასწინათ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავად ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. პირველადი დახმარება მგზავრებმა გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გამოსწორდა.
   
02 აგვისტო 2018
ვინ ააშენა შუახევჰესი და ვინ დგას კომპანიის უკან?!
"საყოველთაოდ ცნობილია, როცა რაიმე ტიპის მშენებლობა უნდა ჩატარდეს, თუნდაც ნაგავსაყრელი იყოს, აუცილებალდ უნდა მოხდეს გარემოზე თვალსაზრისით მისი შეფასება - რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პროექტი დღეს თუ ხვალ. ეს საფრთხეები არსებობს და ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა, საფრთხეების რუკა არ დადებულა -კონკრეტულად, რა საფრთხეების შემცველია სოფლებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები..."
   
01 აგვისტო 2018
პროფკავშირები: ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით
"საწარმოში არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტურობით, საწარმო შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის მოშლით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების არარსებობით, შრომის უსაფრთხოების მიმართ დანერგილი მანკიერი დამოკიდებულებით, დასაქმების ადგილების ალტერნატივის არარსებობით, მეშახტეთა შრომის ანაზღაურების მანკიერი სისტემით, და ა.შ. კვლავ ტოვებს მომავალში საწარმო შემთხვევების მოხდენის საფრთხეს, რაც საქართველოს პროფკავშირების აზრით, დაუშვებელია".
   
30 ივლისი 2018
სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი მშენებლობის უფლებასა და საარსებო სივრცის წართმევას შორის?
ქვეყნის დედაქალაქი ნელ-ნელა ბეტონის ერთ უზარმაზარ გროვას ემსგავსება, სადაც ყველაფერს ითვალისწინებენ ადამიანის უსაფრთხო და ჯანმრთელი სიცოცხლის გარდა. რაღა შორს წავიდეთ, დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის, ვაკის მაგალითზე ვისაუბროთ, სადაც ბუნებრივი გარემო ორი ათული წელია, ნადგურდება და ამის გამჩერებელი არავინაა. ყველას აქ სურს აშენება, რადგან უცბად გამდიდრების წყურვილი ყოვლისწამლეკავია. ვის უტოვებენ ამ გადატენილ უჰაერო სივრცეს, დღეს ამაზე არავინ წუხს.
   
27 ივლისი 2018
„სასწრაფოდ, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე“
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. სემინარზე - „ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ - მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
   
26 ივლისი 2018
ყოველწლიურად ავტოავარიების შედეგად საქართველოში 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000-მდე ტრავმას იღებს
"ყოველდღიურად ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთსა და იმავე მონაკვეთებში ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხდება საგზაო შემთხვევები და ისინი ფატალურად, ან მძიმე დაზიანებებით სრულდება. აქ ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა - რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ამ მონაკვეთებზე ასეთი ფატალური შედეგის მქონე შემთხვევები".
   
24 ივლისი 2018
„არემჯის მიერ გარემოს დაბინძურების არეალი უკვე 25 კილომეტრზე არის გავრცელებული“
„არემჯი ჯგუფი რუსული კომპანიაა და 1800 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული აქვს, ვნახეთ რა გააკეთეს დმანისში, ბოლნისში, როგორ გააჩანაგეს გარემო, საყდრისის კომიტეტი ორი წელია ადგილობრივი მოსახლეობის ეპიდემოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვს“
   
18 ივლისი 2018
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში?
ბოლო ათწლეულების კატაკლიზმებმა ქართული საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ე. წ. გარდამავალი პერიოდი დაუსრულებლად გაგრძელდა, როდესაც „ველური კაპიტალიზმისას“ მხოლოდ „ამა ქვეყნის ძლიერნი“ გადარჩებოდნენ. ამ პირობებში ყველაზე დაუმსახურებელი და ძლიერი დარტყმა დაუცველმა ფენებმა, მათ შორის, ჩვენმა ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა მიიღეს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია