მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
14 სექტემბერი 2020
თეონა ცხომელიძე - აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი, მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა
"ჩემი პირველივე სიმპტომი იყო სიცხე, რომელიც ძალიან მალე გაქრა, ორი საათიც რომ მომეცადა, გამივლიდა სიცხე და შესაძლოა, არც გამეკეთებინა ანალიზი, მაგრამ აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი. სიცხე მხოლოდ ღამის განმავლობაში მქონდა და სულ ეს იყო. მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა, რაც ექიმმაც მითხრა. მინდა ვთქვა, რომ არ არის სირცხვილი კოვიდინფიცირება. შეემოწმეთ აუცილებლად. თითო დაგვიანებული დღე კლინიკაში გატარებულ ერთით მეტ დღეს უდრის. შესაძლოა, სიცხე არ გქონდეთ, მაგრამ დაკარგოთ გემოს და ყნოსვის შეგრძნება. გექნებათ თუ არა სიცხე, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს,"- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.
   
02 სექტემბერი 2020
გიორგი გახარია - რაღაც პერიოდი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს
„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გახარიამ.
   
26 აგვისტო 2020
საია - პროფესიონალი კადრების სამჭედლო ადამიანის უფლებების სადარაჯოზე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქართულ რეალობაში პროფესიონალი კადრების ნამდვილი სამჭედლოა. ვინც ამ სკოლას წარმატებით გაივლის, უბრალოდ ვალდებული ხდება ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებას. ბოლო ათწლეულების საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტიები ორგანიზაციასთანაც არის მჭიდროდ გადახლართული.
   
26 აგვისტო 2020
„ღრუტუნას მორალი“ VS სამშენებლო კომპანია
"მაინც რა „ჩალიჩა“ უნდა იყო ტიპი აქ შემოძვრე და ყველანაირი კანონის, სამართლიანობის, წესრიგის ფეხქვეშ გაგდებით უზარმაზარი „მახინა“ დადგა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ლამის მთელი ყიფშიძის დასაწყისს ბლოკადაში აქცევს. იქვე კორპუსებში მცხოვრებნი საბურთალოს, ჩიქოვანის ქუჩის (ყოფილი ხილიანი) გავლით ჰორიზონტზე გლდანის მომიჯნავე გორებსაც კი ხედავდნენ; დღეს უკვე რამდენიმე ამოშენებული სართულით ეს სივრცე სამუდამოდ წაშლილია ადამიანებისთვის. აი ღორობასაც რამე საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ჰა! მილიონი ადგილია გარეუბნებში, წადი და იქ ააშენე, ორი კაპიკით ნაკლები იშოვე და ადამიანებს ელემენტარული სუნთქვის საშუალება დაუტოვე, რაც სულ უფრო ჭირს ამ ქალაქში".
   
20 აგვისტო 2020
ღია საზოგადოების ფონდმა კოვიდ 19-ის შემსუბუქებისთვის საქართველოში 900 ათას დოლარამდე დახარჯა
სამამულო მითოლოგიის ერთ-ერთი „ცხრათავიანი დევი“, ცნობილი ფილანტროპი და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი და მის მიერ დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდია. ალბათ ბუნებაში არ არსებობს ბრალდება და ქვა, რომელიც წაყენებული და ნასროლი არ არის. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, როდესაც რიგით ობივატელს საწუწუნო აღარაფერი რჩება, ეგრევე სოროსი ახსენდება და მისი გინებით გულს იოხებს.
   
18 აგვისტო 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრი - საქმემან შენმან გამოგაჩინოს
სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) 1996 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. მისი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ძირეული თავისუფლებების განვითარებას, ასევე წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.
   
17 აგვისტო 2020
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სესილი ტ-ს საკუთარ ჭერქვეშ ღირსეული სიბერე დაუბრუნა
სამოქალაქო სექტორი რომ არა, 30 წლის შემდეგაც ისეთივე ჭაობში ვიყურყუმალავებდით, როგორც ამას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ვჩადიოდით. გასაკვირი არ არის, რომ ყოველ მომდევნო მთავრობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსული კადრების რიცხვი განუხრელად იზრდებოდა. აქ დაგროვილი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებისთვის ფასდადაუდებელ როლს ასრულებს.
   
06 აგვისტო 2020
კარგავს თუ არა ხელისუფლება ციხეებზე კონტროლს
საია-ს წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამბავი, რომელიც დღეს, 6 აგვისტოს "მთავარის" ეთერში გავიდა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამ კითხვებს სწრაფად გასცეს პასუხი. ერთი შემთხვევაც ძალიან საგანგაშოა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად იქნას აღკვეთილი და გამოძიებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასჯის შიში არ ექნებათ თანამშრომლებს, ეს შეიძლება გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში და ამის რისკი უნდა დააზღვიოს სახელმწიფომ, - თქვა მან.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია