მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
26 მაისი 2023
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დღესასწაულის მთავარი სლოგანია - ,, თავისუფლების სიყვარულით". დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. საზეიმოდ ფიცი დადეს წვევამდელებმა თბილისსა და კიდევ ათ ქალაქში. ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
   
26 მაისი 2023
რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში”
,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს ” როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რა საფრთხეებია მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
   
23 მაისი 2023
ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია
დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, 2008 წელს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
   
22 მაისი 2023
თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას
„ქართული ოცნება“ გადავიდა ღიად და დაუფარავად კრემლის მსახურებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. ახლა უკვე კობახიძე გამოდის უფლებადამცველი რუსი პოლიტიკოსების, რომლებიც არიან სანქცირებული, და მათი ოჯახის წევრების, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მოცემულობაში პირდაპირ ხდება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლა რუსეთის გავლენების სასარგებლოდ, რაც დამღუპველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
   
22 მაისი 2023
კახა კალაძე - ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში?
ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძეს ჰკითხეს, რა არის იმ ადამიანების მიზანი, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ.
   
21 მაისი 2023
ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება”
ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება “კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
   
19 მაისი 2023
გიორგი ვაშაძე ,, დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, ,,ქართული ოცნება" გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე"
დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, „ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე", – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეუცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი, პუტინი და არა – თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად აყვავებული, განვითარებული საქართველო, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
   
19 მაისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი ,, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ"
ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. არაფერს საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია