მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
22 სექტემბერი 2016
მოქალაქე თამაზ ნავერიანი „ოცნების“ მაჟორიტარს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს
მარნეულის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ერთ-ერთი მეწილე თამაზ ნავერიანი, შპს-ს დომინანტ პარტნიორებს მისი და მისივე ძმის, ნოდარ ნავერიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა (მისმა მოგვარემ და მოსახელემ), თამაზ ნავერიანმა გავლენების გამოყენებით აწყობილი ბიზნესის წართმევას ორგანიზება გაუკეთა. რეალური ქონების გარეშე დატოვებული ჩვენი რესპონდენტი დღემდე სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოებში ჩივის, რასაც შედეგი არ მოაქვს.
   
21 სექტემბერი 2016
გიორგი რუხაძე: პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მძევალია
მერაბ მეტრეველისა და ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გიორგი რუხაძემ დატოვა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა. რუხაძე აქტიურ საჯარო სივრცეში დარჩენას გეგმავს.
   
19 სექტემბერი 2016
ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხე ფესვებიდან იწყება და არა ნავთობ-გაზიდან
„ქრონიკა პლუსი“ საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) მიემგზავრება. დღვანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ მხარე სამი რაიონისგან - კახის, ზაქათლისა და ბელაქნისგან შედგება. კახში მართლმადიდებელ-ქრისტიანი, ზაქათალასა და ბელაქანი კი უპირატესად გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. თბილისის ყურადღების გარეშე პირველებს ძირძელი მიწის დატოვება, ხოლო დანარჩენებს იძულებითი ასიმილაცია მოუწევთ.
   
16 სექტემბერი 2016
რომან გოცირიძე: ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდად დარჩება
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - ამ ლოზუნგით მიდის „ქართული ოცნება“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერების განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის „შეუქცევადი განვითარების“ საფუძვლები უნდა შეიქმნას. მაგრამ 2012 წლის მთავარი დაპირებით, რომ 2016-სთვის ქართველებს „მეოთხე საუკეთესო წელში“ უნდა ეცხოვრათ, დღეს ამაზე კრინტსაც არავინ ძრავს.
   
14 სექტემბერი 2016
გია ნოდია: ნიჰილიზმი პოლიტიკოსებისადმი და, ზოგადად, პოლიტიკური კლასის მიმართ დაძლეული არ არის
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები არის დარჩენილი. ამომრჩეველი ტელეეკრანებიდან ნაირნაირ დაპირებებს ისმენს, მაგრამ მის მიმართ დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს. განვლილი წლების განმავლობაში კარგი ცხოვრების დაპირება ბევრი იყო, ნათქვამი სიტყვის რეალურ შესრულებაზე რა მოგახსენოთ.
   
12 სექტემბერი 2016
ნონა ხიდეშელი: ძალიან რთულია ჩვენნაირ ქვეყანაში აირჩიო ხელისუფლება და მერე არ ინანო
"ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პოზიდან, რომ აი საწყალ ადამიანს ვინ რას ეკითხება? მსხვერპლის სულელური პოზიდან უნდა გამოვიდეთ! დიახ, მე მეკითხებიან, მე ვარ სახელმწიფო, მე რიგითმა მოქალაქემ უნდა გადავწყვიტო, ჩემი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება".
   
09 სექტემბერი 2016
„დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ“
აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო გარკვეული მიზეზების გამო დღემდე არ გადარჩეულა. წლების განმავლობაში ამის ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი მოსახლეობის დევნილობა და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების აუცილებლობა იყო. ყველა ახალი მთავრობა მოკლე ხანში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას იძლეოდა, რაც არ სრულდებოდა. ამასობაში ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. დღეს აფხაზური საზოგადოების ნაწილი ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რათა დევნილებს რეალური საარჩევნო უფლება დაუბრუნდეთ.
   
06 სექტემბერი 2016
8 ოქტომბერი - რა სურს პოლიტიკურ ელიტას და რა სურს საზოგადოებას
8 ოქტობერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რეალობა ისეთია, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს, კენჭისყრა რა შედეგებით დასრულდება. მმართველობის ოთხ წლისთავზე მარიონეტული ხელისუფლების რეიტინგი გაცამტვერებულია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციისადმი ნდობის ხარისხიც აღმატებული არ არის. სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამომრჩეველს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცონ და ამ გზით პარლამენტში და შემდგომ მთავრობაში ადგილები გაინაღდონ. ხალხის მოლოდინი კი რამენაირად დუხჭირი ყოფისგან თავის დაღწევაა.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია