მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
06 ნოემბერი 2020
პანდემიის პირობებში წულუკიანმა 160 მედმუშაკი გაათავისუფლა, რომელთა უკან 160 ოჯახია - ნატალია პაპაშვილი
"და ყველაზე საინტერესო რა იყო იცით? ბატონი გახარია, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა პანდემიის ფონზე კერძო სექტორსაც კი, რომ არ მომხდარიყო კადრების გათავისუფლება, აი, ამ ქალბატონმა სწორედ ამ დროს საჯარო სამსახურიდან 160 თანამშრომელი უმიზეზოდ გაუშვა. ამ ადამიანებმა ბატონ გახარიას განცხადებით მიმართეს, თუმცა პასუხი დღმდე არ მიუღიათ. რა უნდა ვიფიქროთ? წულუკიანმა ეს სისტემა მთლიანად ჩამოშალა, კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ, თავს ვიკავებ უბრალოდ".
   
03 ნოემბერი 2020
ნიკა მელიამ კანონი დაარღვია, პროკურატურა ვითარების გამწვავებაზე არ მიდის - გრიგოლ გაგნიძე
"ჩემი აზრით, პროკურატურა პატიმრობას ამ ეტაპზე იმიტომ არ ითხოვს და სწორადაც იქცევა, რომ მელია პოლიტოკოსია. ამით პროკურატურა ვითარების გამწვავებაზე არ მიდის. ამასთან დარწმუნებული ვარ, რიგით მოქალაქეს რომ ეხებოდეს საქმე, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა, რასაც სასამართლო შეუფარდებდა კიდეც. ცხადია, სამართალდამცავ ორგანოებს მელიას ქმედებაზე რეაგირება უნდა მოეხდინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმოქმედობის გამო საქმის პროკურორს პასუხი მოეთხოვებოდა".
   
02 ნოემბერი 2020
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას?
"დიახ, ორივე სცენარში კრიზისამდე მივდივართ. ამიტომ ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. სხვა საკითხია, ჩვენ ვიჩქარებთ და ქუჩით, ასე ვთქვათ, აგრესიული მეთოდით შევეცდებით ამის გაკეთებას თუ შედარებით გრძელვადიანი ტაქტიკით წავა ეს ყველაფერი და უკვე საპარლამენტო დარბაზში გადაინაცვლებს ამ კრიზისის გენერირება. ეს არის არჩევანი. ახლა ორივე გზას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ თუ პირველ გზას დაადგნენ მე უბრალოდ ვურჩევდი, რომ უკეთესად მოემზადონ ამისთვის".
   
30 ოქტომბერი 2020
მეორე ტური არ იქნება, ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ - კახა ოქრიაშვილი
"ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - დმანისში მეორე ტური არ იქნება. ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ. აქ ორი აზრი არ არსებობს, ამას აჩვენებს და ადასტურებს ყველა გამოკვლევა. ვიმეორებ, იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და არ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას, სროლას და მუშტების ჩვენებას, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ".
   
21 ოქტომბერი 2020
ამ არჩევნებს ქართველი ხალხი მოიგებს, რაც „ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს - ლევან ხაბეიშვილი
"არჩევნების წინ ,,ოცნება” ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზე ღიად გადავიდა და ათას სისულელეს და ბოდვას იგონებს იმისთვის რომ, ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სამშობლოს. მათ შორის ფიქრობს, რომ ამით პოლიტიკურ ოპონენტებზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. ქართველი ხალხი ბრძენია იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოს. დიახ, მოცემულ ეტაპზე საზოგადოებას დასკვნის გამოტანა და სწორი შეფასება არ გაუჭირდება. დაბოლოს, ღიად მინდა ვუთხრა მათ - თუ არჩევნების გაყალბებას აპირებთ, არ გამოგივათ, რადგან ქართველი ხალხი თავის ხმას დაიცავს".
   
19 ოქტომბერი 2020
დამერწმუნეთ, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამის გარეშე საქართველოს მშვიდობიანი განვითარება გაუჭირდება - ბექა ოდიშარია
"ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ ცხადია, არსებობს რაღაც წითელი ხაზები. ჩვენ ვთქვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პარტიებთან, ისევე როგორც პრორუსულ ძალებთან კოალიციას არ შევქმნით... იცით, მე მქონდა ოპონენტებთან საუბარი კულისებში და ისინიც ამ აზრზე არიან".
   
18 ოქტომბერი 2020
„ოცნების“ 8-წლიანი მმართველობა ერთადერთ შეფასებას იმსახურებს, პოლიტიკურ სანაგვეზეა გასაშვები - კახა კოჟორიძე
,,ქართული ოცნების” 8-წლიანი მმართველობა ერთადერთ შეფასებას იმსახურებს - პოლიტიკურ სანაგვეზეა გასაშვები. როგორ შეიძლება გაჭირვებულ, გაღატაკებულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, რომელიც უფასო სასადილოდან ეზიდება ბავშვებისთვის საკვებს, უთხრა, რომ უფასო სასადილოში შესვლის უფლებას არ მოგცემ და შენი შვილები დარჩებიან მშიერი თუ არ შემოხაზავ 41-ს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ნაძირლობა და სხვა არაფერი".
   
16 ოქტომბერი 2020
საჩხერელთა უმრავლესობა გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად და ხარაგაულის სოფლებში ტყიდან შეშა ვერ გამოაქვთ - გიორგი კაპანაძე
"ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ ამ საქმის. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ივანიშვილის მიერ სპეციალურად წინასაარჩევნოდ ორგანიზებული უბინძურესი კამპანია, რასაც სამწუხაროდ, ორი ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვთ, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ჩვილი ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების სპეკულირებით და ხელისუფლებიდან მიდის უდანაშაულო ადამიანების: ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებით".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია