მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
06 ივლისი 2016
რამაზ საყვარელიძე: არჩევნების შედეგად შეიძლება მძიმე სურათი მივიღოთ
"როცა ასეთი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, იქ საპარლამენტო რესპუბლიკა შეიძლება გვქონდეს?არ მგონია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკის აუცილებელი მომენტი მერე კოალიციური მთავრობის შექმნაა. როგორც ფეოდალიზმის დროს ქართველი თავადები მეფეს ჯარს არ აძლევდნენ და ამით, ფაქტობრივად, ქვეყანას ღალატობდნენ (ოღონდ თავისი საქმე კარგად ჰქონოდათ), დაახლოებით ისეთივე სურათი შეიძლება მივიღოთ".
   
01 ივლისი 2016
პაატა ჯიბლაძე: ხელისუფლებების დაპირებები ბევრი გახსოვს, შესრულება ნულოვანი
„მემარცხენე ალიანსს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გავა თუ პოლიტიკური კოალიციის სახით. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვაა, მის სატელიტებთან ერთად. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა.
   
29 ივნისი 2016
მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ამის ყველა შანსი გვაქვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთის ემზადება. პარტის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ პერსპექტივის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა. მისივე შეფასებით, ივანიშვილის კალენდარში „რუსთავი ორის“ გარეშე საარჩევნო კამპანიის წარმართვაა, რასაც ის ვერ მიაღწევს.
   
23 ივნისი 2016
დავით ზურაბიშვილი: დღეს საქართველო „ნაცებად“ და „ქოცებად“ ნამდვილად არ იყოფა
„რესპუბლიკური პარტია“ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ცალკე გადის. ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიის წევრები მთავრობის შემადგენლობაში ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით რჩებიან. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით დანარჩენ სათქმელს რესპუბლიკელები უშუალოდ საარჩევნო კამპანიისას იტყვიან.
   
21 ივნისი 2016
ბაჩუკი ქარდავა: „ტროიკამ“ გვამცნო, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა
„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან ალიანსს ქმნის, როლის მიზანიც ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორება იქნება. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ქვეყანას ლომის ხახისკენ (პუტინის რუსეთისკენ) მიაქანებს.
   
14 ივნისი 2016
„ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობა კრახით დამთავრდა“
"ივანიშვილის წერილის პათოსი და შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება; ოფიციალური პირები უკრიტიკოდ იწონებდნენ ყველაფერს: ზოროასტრიზმს, ქართული სუფრის ფენომენს, ეკონომიკურ საოცარ შედეგებს და ა. შ. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8-ე ადგილზე ვიყავით და ახლა 24-ამდე დავქვეითდით; ლარის გაუფასურების გამო, ჩვენი მშპ 2011 წლის დონემდე დაეცა; თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როცა საერთოდ არ არის ნახსენები შიდა ვალის ზრდა".
   
08 ივნისი 2016
პაატა დავითია: "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი დასრულდა და პოლიტიკური პროცესი დაიწყო
"ევროპული დემოკრატების" ლიდერი, პაატა დავითაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი დასრულდა და პოლიტიკური პროცესი დაიწყო. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ჩვენ ქვეყანას და სახელმწიფოს. დავითაიას შეფასებით, ამ და სხვა მსგავსმა პროცესებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას. ის პროდასავლურ ძალებს საარჩევნოდ გაერთიანებისკენ და "ქუჩაში დაგდებული" ხელისუფლების აღებისკენ მოუწოდებს.
   
05 ივნისი 2016
ირმა ინაშვილი: დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის ქართველი ხალხი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხალხი გაბრაზებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ დღეს ორჯერ მეტად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, ნორმალურ საარჩევნო გარემოშო "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის დამღუპველი მორიგი რევოლუცია არის მოსალოდნელი.
   
 
პოპულარული სტატიები
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
კორპორატიული პასუხისმგებლობა - პირბადე არ გვაქვს და არც გვექნება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია