მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
05 ივნისი 2016
ირმა ინაშვილი: დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის ქართველი ხალხი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხალხი გაბრაზებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ დღეს ორჯერ მეტად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, ნორმალურ საარჩევნო გარემოშო "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის დამღუპველი მორიგი რევოლუცია არის მოსალოდნელი.
   
31 მაისი 2016
ზურაბ ჯაფარიძე: სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეკონომიკა რამდენიმე წელია გაჩერებულია
რატომ არ აგვარებს ხელისუფლება გამომცემლობების პრობლემებს, რომლებსაც 2013 წლიდან მილიონობით სახელმძღვანელო დასაწყობებული აქვთ და ამ მდგომარეობაში შეიძლება გაუფუჭდეთ, რა აუცილებელი დასკვნები უნდა იქნეს გამოტანილი სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიიდან, რასაც ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქე ემსხვერპლა, - გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს, სოფელ კორცხელში ფიზიკური შეურაცხყოფა რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ამაზე რა უნდა იყოს...
   
27 მაისი 2016
ჯონდი ბაღათურია: მთავარია პარტიის ყრილობას დაესწრო „ძმაო“ და შეგიძლია ხალხი ისე გაატყავო, როგორც აქამდე ატყავებდი
"ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობა „მეოთხე საუკეთესო წლისთავზე“ ასეთი უღიმღამო იქნებოდა. ორადორი გამომსვლელი, მინიმალური დრო, რამდენიმე ფოტო, ერთი ფეხზე წამოდგომა და დაპირება, რომ მთავარი სათქმელი კვირაში წერილობით ითქმებოდა. რატომ? იქვე გეთქვათ თქვე დალოცვილებო, თუ როგორ შეასრულეთ 4 წლის წინ უხვად გაცემული დაპირებები".
   
26 მაისი 2016
„თავს გაუვიდათ და ქართველი კაცი უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს“
19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო უწყებამ თანახმად მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა.
   
23 მაისი 2016
უნდა შეხვდეს თუ არა მიხელ ჯანელიძე სერგეი ლავროვს?
არ წყდება საუბრები ქართულ-რუსული პოლიტიკური დიალოგის საჭიროებაზე. საგარეო მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანელიძის ამ განცხადებაა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს. მისი აზრით, ეს შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.
   
16 მაისი 2016
გია გაჩეჩილაძე: არასამთავრობოები „ნაციონალური მოძრაობის“ სქემაში ჯდებიან
რა დამოკიდებულება აქვს „მწვანეთ პარტიის“ თავმჯდომარეს ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო რეალობას იმ ფონზე, როდესაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის არასწორ განვითარებაზე საუბრობს, რა ფორმით აპირებს პოლიტიკური ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ და სხვა საკითხებზე, "ქრონიკა პლუსი" "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, პარლამენტარ გია გაჩეჩილაძეს ესაუბრება.
   
10 მაისი 2016
რომან გოცირიძე: ქართველი გაყალბებას არ პატიობს!
როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი, გაცამტვერებული რეიტინგის ფონზე წაუცდება თუ არა მთავრობას ხელი უკანონობაზე, რატომ უნდა შეიქმნას „ურთმელიძის საქმის“ პრეცედენტი, როგორ უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში, რა ვითარებაა ეკონომიკაში და უნდა ველოდოთ თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრს, ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა პლუსი“ „საქართველოს განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება.
   
06 მაისი 2016
რა შედეგები ექნება ცხინვალის „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთებაზე?
როგორც ჩანს, ოკუპირებულ ცხინვალში „დამოუკიდებლობა“ მობეზრდათ და რუსეთთან შეერთებაზე მუშობა დაიწყეს. ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. „ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, - ამბობს თიბილოვი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია