მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
09 ნოემბერი 2025
რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცითო … ესაა ტოტალური კონტროლი! - ნინო კვიტაიშვილი
"ძვირფასო მასწებო, კი ასეა, თქვენ რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცითო … კი, ესაა ტოტალური კონტროლი! ასეა საჭირო და იმიტომ! ამავდროულად კი, პრემიერთან, სუს-ის უფროსთან, მინისტრებთან თუ მილიონები დევს სახლში მაგას რა უჭირს, ეგ ხომ “სემიჩკაა”… სერიოზულად კი, თუმცა, მეტი სერიოზულად რაღა?!" - წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნინო კვიტაიშვილი.
   
09 ნოემბერი 2025
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია - ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ქართული ოცნების“ ეს პოზიცია გათვლილია იმ ხალხზე, ვინც ან ინგლისური არ იცის, ან არც წაუკითხავს წერილი. წერილში წერია, რომ ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა. შედეგი იმისა, რომ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, სიტუაცია არ გაუმჯობესდა, არის დე ფაქტო შეჩერება, დღევანდელი მდგომარეობა, როცა ყველანაირი ურთიერთობა შეჩერებულია, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, რადგან წერილში საუბარი იყო კონკრეტული პროგრამების შეჩერებაზე. ეს არის შედეგი იმისა, რომ ივნისში გაკეთებულ მოწოდებას „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა და მის საწინააღმდეგოდ მოიქცა. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირმა ჩვენი გაწევრიანების პროცესი ივნისში თვითონ შეაჩერაო. ეს მხოლოდ იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც ამ წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის, რომ ამბავი გაიგოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
   
08 ნოემბერი 2025
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი წარადგენს - საკონკურსო სიმღერის პრემიერა
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს. საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა). საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველმა არხმა იმუშავა. ვიდეოს რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
   
08 ნოემბერი 2025
ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მას, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე - შვიდი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება
"რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებაც, ჯანდაცვაც და სოციალური დახმარების სისტემაც, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს, რეპრესიებს აღრმავებს. მას სურს, საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა, მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა. რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე. ჩვენ შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევროატლანტიკურ სივრცეში. ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
   
08 ნოემბერი 2025
ქაჯი ორბანი და აქაური მოღალატეები ვერ ეღირსებიან უკრაინის დამარცხებას - რომან გოცირიძე
"ორბანმა ტრამპს რუსული ნავთობის და გაზის ერთი წლით შესყიდვის უფლება გამოსტყუა. თავი მოისაწყლა, ჩვენ ზღვა არა გვაქვს, მილსადენების გარეშე ვერ ვიარსებებთო. ერთ წელიწადში ზღვა გაჩნდება? უკრინის გამარჯვება უნგრელმა ქაჯმა შეუძლებლად ჩათვალა და მისი მოხდენის თეორიულ ალბათობას სასწაული უწოდა. იმ მეორემაც თავი უკატუნა, კი, მასეაო. უკრაინა გაიმარჯვებს. მისი მარცხი ტერიტორიების დაკარგვაში არ გამოიხატება, ისევე როგორც რუსეთი გამარჯვება ტერიტორიების მიტაცებაში. მეორე მსოფლიო ომამდელ რუკას რომ შეხედო, შოკში ჩავარდები, ვერც კი წარმოიდგენ რა იყო და რა არის. პირველ მსოფლიო ომის პოლიტიკურ რუკაზე საუბარი ხომ აბსურდია. დღეს რუკაზე ევროკავშირია".
   
08 ნოემბერი 2025
სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს. ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე.
   
07 ნოემბერი 2025
რატომ იწვევს შეშფოთებას გონიოსა და თბილისში დაგეგმილი დასახლებული პუნქტების (ფაქტობრივად, მცირე ზომის ქალაქების) მშენებლობა? - რომან გოცირიძე
"მაშინ რატომ იწვევს შეშფოთებას გონიოსა და თბილისში დაგეგმილი დასახლებული პუნქტების (ფაქტობრივად, მცირე ზომის ქალაქების) მშენებლობა? იმიტომ, რომ ეს განსხვავებული ხასიათის ინვესტიციები. ა) ესენი კოტეჯური ტიპის ელიტური დასახლებული პუნქტებია, გათვალისწინებული ძირითადად უცხოელებისათვის და უპირატესად მუდმივ საცხოვრებლად. ბ) ქართული მხარის მონაწილეობის მასშტაბი (8,5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია) და ღირებულება თანაზომადი არ არის პროექტში უცხოელი ინვესტორის კონტრიბუციასთან შედარებით. იგი ბევრად მეტი ღირს. გ) დიდია ეკოლოგიური და სხვა სახის პრობლემები ( განსაკუთრებით თბილისში). დ) პროექტი შეიცავს სხვა სახის რისკებსაც. ინვესტიციებს არავინ ებრძვის. შიშებს პროექტის ოფიციალურად გასაიდუმლოებაც აძლიერებს, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე "ფეისბუქში".
   
07 ნოემბერი 2025
იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ, მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში - ელენე ხოშტარია
"ადვოკატი არის მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში). ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ! გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან. ბოლომდე!"
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE