მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
სიახლეები
12 ნოემბერი 2025
სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილას სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს
აზერბაიჯანული გამოცემა APA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის თვითმფრინავში, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავში მხოლოდ F-16 თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები იყო. ბორტზე კი იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ და რომლებიც ბაქოში 8 ნოემბერს გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ. ირკვევა, C 130-ს განჯის აეროპორტიდან აფრენისას ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა და პრობლემა არ ჰქონდა.
12 ნოემბერი 2025
პარლამენტთან მოშიმშილე დავით მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს
სასჯელაღასრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა დათო ჭელიძე და ჩვენთან ერთად არის. ერთი ადამიანი სასწრაფომ გადაიყვანა და გასინჯვა დასჭირდა, დანარჩენები ვაგრძელებთ შიმშილობის აქციას. მოთხოვნები არის უცვლელი: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ ეს არის დღეს ყველაზე აქტუალური, ამიტომ ჩვენ ჩვენს პროტესტს ვერ შევწყვიტავთ. იმ ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური პატიმრები და არალეგიტიმური ხელისუფლება, ადამიანი არ უნდა იყოს მშვიდად და არ უნდა იყოს გულგრილი მაყურებელი ამ პროცესის, - ამბობს მოშიმშილე პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.
11 ნოემბერი 2025
ერთადერთი, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ, ისაა, რომ გაჩერებაა არასწორი, წინააღმდეგობის ფორმა და სტრატეგია სხვადასხვა უნდა იყოს, რადგან არ იცი, რა გაამართლებს - გია ნოდია
"არსებულ ვითარებაში გვაქვს განვითარების ორი სცენარი: 1. ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რომელიც მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება და რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით დასტაბილურდება. წინააღმდეგობის კუნძულები დარჩება კუნძულებად და ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის. 2. გამოჩნდება ე.წ. „შავი გედი“ ანუ გაუთვალისწინებელი ახალი ფაქტორი, რომელიც ვითარებას არსებითად შეცვლის და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ოპოზიციური განწყობის სიძლიერე (რაც მხოლოდ რუსთაველზე გამოსული ხალხის რაოდენობით არ იზომება), მმართველი გუნდის შიდა რყევები, მისთვის არცთუ ხელსაყრელი საგარეო ვითარება ამის ალბათობას ზრდის. მაგრამ შავ გედს იმიტომ ქვია ‘შავი“, რომ არც ის ვიცით, გამოჩნდება თუ არა და არც ის, რა ფორმას მიიღებს, თუ გამოჩნდა. ახლა პირველი სცენარი უფრო ალბათური ჩანს, მაგრამ მეორეც შესაძლებელია. თუ ადამიანი ან ერთშია სრულიად დარწმუნებული ან მეორეში, ტყუის ან თავს იტყუებს (ეს უფრო ხშირია)".
11 ნოემბერი 2025
წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, ვერ ახერხებდეთ, იმოქმედოთ, დაიცვათ ქართველი ხალხი, დაასანქციროთ რეჟიმი - თინა ბოკუჩავა
ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებოდი, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, რომ ვერ ახერხებთ, იმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესში, დაიცვათ ქართველი ხალხი და დაასანქციროთ რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამის თაობაზე იმედგაცრუება არ დაუმალავს.
11 ნოემბერი 2025
ამოცანა გვეკითხება - ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?! - გია ხუხაშვილი
"იმ მწირი ინფორმაციით, რაც ვიცით, ქართული მხარე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დებს ათამდე მილიონ კვადრატულ მეტრ მიწას, ხოლო “არაბული” აშენებს. მიწის კომერციული ღირებულება მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია. რაც შეეხება მშენებლობას, დეველოპერი რეალურად ეტაპობრივად აშენებს-ყიდის პრინციპით მუშაობს, ანუ, ყიდის მათ შორის მშენებლობის ეტაპზე ბინებს და უფრო მეტიც, მხოლოდ მიწებს შესაბამისი პროექტებით, ანუ ჰაერს. ამ საქმიანობის სტარტისთვის სავესებით საკმარისია მაქსიმუმ 100 მილიონის ინვესტირება, რომლის ეტაპობრივმა ბრუნვამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში მოგვცეს 6 მილიარდი. ანუ, სავარაუდოდ არანაირ ყბადაღებულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე არ არის საუბარი. ეს 6 მილიარდი არა ინვესტორის, არამედ მათ შორის ქართველი მომხმარებლის ჯიბიდან უნდა იქნას ამოღებული. დასკვნა - ე.წ. “არაბული მხარე” დებს ქართულ მხარეზე ერთი რიგით ნაკლაბ თანხას და იღებს ერთი რიგით მეტ მოგებას. ამოცანა გვეკითხება - ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?!"
11 ნოემბერი 2025
პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არა, მის შინაარსშია - რომან გოცირიძე
"რა სახის ინვესტიციებია საქართველოში? მდიდრული კოტეჯების მშენებლობა და გაყიდვა ძირითადად უცხოეთის მოქალაქეებზე, მათ შორის მუდმივად ცხოვრების მიზნით. არის თუ არა განსხვავება ამერიკაში და საქართველოში განსახორციელებელ ინვესტიციებს შორის? ვინმე უარს იტყოდა იმ სახის ინვესტიციებზე, რომელსაც საამიროები ამერიკაში განახორციელებს? პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია
11 ნოემბერი 2025
დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი დააკავეს - პროკურატურა
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
11 ნოემბერი 2025
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - პროკურატურა
"მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არმყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს. შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში, აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი".
<<
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2026 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE