მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
29 ოქტომბერი 2025
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება. ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
   
29 ოქტომბერი 2025
ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა. დათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 5000-ლარიანი გირაოთი დღეს შეეცვალა. დათაშვილის უფლებადამცველის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება, საქმიდან გამომდინარე, არარელევანტური იყო.
   
27 ოქტომბერი 2025
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა.
   
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
   
26 ოქტომბერი 2025
საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები - „ლელო - ძლიერი საქართველო“
„რეჟიმი, რომელსაც არც შიდა და არც გარე პოლიტიკური ლეგიტიმიცია არა აქვს, ცდილობს, საზოგადოებრივი ტერორის გზით გაამყაროს თავისი პოზიციები. ეს ტერორის კამპანია მხოლოდ დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს. საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ესაა ერთადერთი, რაც კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არალგიტიმური ხელისუფლების მიერ ძალმომრეობით ქვეყნის მართვა, მით უფრო ძვირი დაუჯდება ეს ივანიშვილს“, – ნათქვამია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
   
26 ოქტომბერი 2025
„ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ცხადია, საქმე სახელებში არაა – სისტემაშია, სისტემურ შეუთავსებლობაში. „ლელო“ და ენმ სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესთან, რადგან ორივე, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ერთი კაცის ახირებით იმართება და არა ამომრჩევლის ინტერესებით – ავტოკრატიაა ორივე! ვისაც გამარჯვება უნდა და თავში ტვინი აქვს, ამ იდეას გააძლიერებს და გაგვატანინებს. გონიერი ხალხი თუ არ გვეყო და დღის წესრიგი ისევ ავტოკრატებმა მოიტაცეს, ცხადია, ისევ დამარცხდება პროცესი, უბრალოდ „ფედერალისტები“ ამ მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავინაწილებთ, როგორც 4 ოქტომბერზე არ ავიღეთ. გზა ერთადერთია და გზა არის ეს! სანამ ამ გზას არ გავივლით, აღთქმულ მიწამდე ვერ მივალთ და სულ რომ მარტომ ვიარო, მაინც სწორად ვივლი, იმიტომ, რომ, როცა არ უნდა იყოს, შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ეს: ავტოკრატიების გარიყვა, დემოკრატიების თანამშრომლობა. სხვა არჩევანი, მათ, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა რეალურად გვანაღვლებს, არ გაგვაჩნია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
   
24 ოქტომბერი 2025
საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან" - გია ხუხაშვილი
ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან", "ფული მოიტანე, ბიჭო!", რაშიც ჩართულია პროკურატურა, სუსი, მოსამართლე, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს. მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფულის ამოღება. ეს მიზანი რომ ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს ფული რომ შეაგროვოს, რასაც სთხოვენ, ხომ უნდა იმუშავოს? ციხეში როგორ იმუშავოს? უთხრა, რომ მეო ახლა ციხეში რომ ჩავჯდე, იქიდან როგორ შევაგროვო ამხელა ფულიო და დამტოვეთ გარეთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პირობები შევასრულოო და ალბათ სხვებსაც უნდა დაელაპარაკოს. ახლა დადგა მოსავლის აღების, ცხვრების პარსვის დრო და ერთმა ცხვარმა ითხოვა, რომ სანამ გამპარსავთო კიდევ მოვისახამო, ცოტა ამომივიდეს კიდევ მატყლიო. პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხამს ღარიბაშვილი. ყველაფერი აღიარა, გამოგვიცხადეს, რომ აღიარა დანაშაული და პირობა დადო, რომ მეტს აღარ იზამს, მეტს არ მოიპარავს. დღეიდან წესიერი კაცი გახდა, - ამბობს გია ხუხაშვილი.
   
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE