მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
20 ოქტომბერი 2025
გააზრებულ მონობას დროებითი დისკომფორტი, პატიმრობა განუზომლად ჯობია - ელენე ხოშტარია
„კიდევ ერთი იდეა, რომლის მნიშვნელობასაც „ქოცი“ ვერ იგებს – სოლიდარობაა. მარტოობა არა საკანში ყოფნა, არამედ თანაგრძნობის არარსებობაა, ადამიანებთან შინაგანი კავშირის გაწყვეტაა. ჩვენ, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ გვჭირდება. მათ სჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი. როდესაც არ გაქვს უნარი სოლიდარობით გამოწვეული სიხარული შეიგრძნო, სამუდამოდ უბედური ხარ. ჩვენ, შეიძლება, ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს! ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.
   
18 ოქტომბერი 2025
სისტემა ჭამს თავის შვილებს, ახლა ამას კობახიხის ხელით აკეთებენ, მერე კობახიძეს და მის გარემოცვას სხვა შეჭამს, ასეთია ამ რეჟიმის ბუნება - რომან გოცირიძე
"ღარიბაშვილს და სხვებს იმ დანაშაულებისთვის კი არ სჯიან, რაც მათ ჩაიდინეს, არამედ იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ისინი რაიმე ფორმით ოპოზიციას ეხმარებოდნენ ან თანაუგრძნობდნენ. ასეც რომ იყოს, ეს დანაშაული არ არის. ივანიშვილისათვის ყურში ჩაჩურჩულებული ჭორიც კი, რომ ვიღაცას, რომელსაც ასვა, აჭამა, ქვეყნის ქონება და ბიუჯეტი საჯიჯგნად მიუგდო და ამით მილიონები აშოვნინა, უნდა მისგან დისტანცირება, თუნდაც იგივე სანქციების შიშით და მშვიდი ცხოვრების სურვილი გაუჩნდა, უკვე დანაშაულია. არ არსებობენ ყოფილი და მოქმედი ყმები-ყველა, ვინც მის გარემოცვაში იყო, ბოლომდე მონებად უნდა დარჩნენ, მას და მის რეჟიმს უნდა ემსახურონ და თუ საჭირო გახდა, სამარეშიც უნდა ჩაჰყვნენ".
   
17 ოქტომბერი 2025
საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო, ეს იყო ნამდვილი ვარდების რ
"რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია. ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, "გუჩებში" გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას. ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება".
   
17 ოქტომბერი 2025
აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 6 წლის შვილის თანდასწრებით დააკავეს
"გამთენიის 05:00 საათი იყო. როცა კარი გაიღო, დაახლოებით 10-15 ადამიანი შემოვიდა ბინაში. ამ დროისთვის ჩემი შვილიშვილი იმყოფებოდა სახლში. როცა გაიღვიძა და ეს სურათი დაინახა, ტირილი დაიწყო. ალბათ, 4 ოქტომბრის აქციაზე რომ იმყოფებოდა ჩემი შვილი და ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია, ეს გახდა დაკავების მიზეზი. მარიამის დაკავება, ძალიან დიდი ხანია, უნდოდათ... თუ სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი ისჯება, მე მეამაყება, რომ მარიამი დააკავეს. ბინის ჩხრეკაც მოხდა, თუმცა რა უნდა აღმოეჩინათ? - ერთადერთი ბინის ქირისთვის საჭირო თანხა ჰქონდა ბავშვს და უთხრა, რომ ეს 600 ლარი ქირის თანხა იყო. იყო ასევე ნიღბები, რომელსაც მარიამი აქციაზე ატარებდა. ასევე სასტვენი, რაზეც თავადაც ეცინებოდათ - "ეს სათამაშო ვისიაო". აგრესიულად იქცეოდა ერთ-ერთი - ხელებს ზურგს უკან უკავებდა. მარიამმა უთხრა, მე არსად გავრბივარო" - აცხადებს დაკავებული აქტივისტის დედა.
   
17 ოქტომბერი 2025
ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო, ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო - რომან გოცირიძე
"მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ამათი მმართველობოს პერიოდში და ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო. ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო".
   
15 ოქტომბერი 2025
ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო, არ მოგვაქციეს ყურადღება - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა დაუჯდეს არცერთი რესპექტაბელური ძალა და ჩარეცხოს ბოლომდე. ვიღაცები გაჩუმდნენ, ამ ბაბლის ბანდერლოგების თავდასხმების შეეშინდათ და მაინც დაფიქრდნენ, იქნებ, რაღაცა ხდება და რატომ აღმოვჩნდე სხვაგან. ვიღაცები ყვირიან, სუს-მა მოგვატყუაო. ჩვენ ვერ მოგვატყუა. ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო. არ მოგვაქციეს ყურადღება. გამარჯვება თუ გვინდა, ავტოკრატიული ძალები პროცესისგან უნდა ჩავხსნათ. პროტესტის დაკვეთა არის დემოკრატიული მმართველობა. თავისუფალ არჩევნებს როდესაც მივაღწევთ, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს ზურაბიშვილი ჩაიბარებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
   
15 ოქტომბერი 2025
„ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი
„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
   
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE