მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
09 დეკემბერი 2021
კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.
   
08 დეკემბერი 2021
ჩვენი ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ შტამის განეიტრალება შეუძლია - „ფაიზერი“ და „ბიოენტექი“
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინის ორი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს შედარებით დაბალი გამანეიტრალებელი შესაძლებლობა აქვთ ახალი შტამის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც სამი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულბის დაცვის უნარი 25-ჯერ იზრდება.
   
08 დეკემბერი 2021
ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას - მიხეილ სააკაშვილი
„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
   
07 დეკემბერი 2021
ხორცის ექვს ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ექვს ბიზნესოპერატორს (ხუთ ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“). ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, – აცხადებენ სეს-ში.
   
07 დეკემბერი 2021
ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა - ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
   
06 დეკემბერი 2021
ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა სცადა - შოთა თუთბერიძე
"ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით და როცა ვისმენთ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ამის საჭიროება არ იყო, ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი გეგმები არსებობდა".
   
02 დეკემბერი 2021
აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება - ლადო კახაძე
"დარწმუნებული ვარ, გონიერი მოსახლეობის პრაგმატულ გადაწყვეტილებაში. ჩვენ ახლა ხელისუფალი და მოსახლე ვართ ერთი, ერთი მთლიანი. მტერი გვყავს ერთი ეს არის ვირუსი. ვირუსის მხარეს ნუ დადგებით, დადექით გონიერების მხარეს, სიკეთის მხარეს, დადექით გადარჩენის მხარეს, გამრავლების მხარეს. დადექით სიქველისა და თქვენი საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის მხარეს ჩვენს ქვეყანასთან ერთად“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
   
02 დეკემბერი 2021
ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - სალომე სამადაშვილი
„ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. რაც შეეხება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს მისი ამ სასამართლო პროცესის, რომელიც ძალიან მაგონებს ე.წ. საჩვენებელ გასამართლების პროცესებს, რომელსაც წარმართავდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი რაც მის გასამართლებას უკავშირდება, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რადგან აჩვენებს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანამ ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა ვერც კანონის უზენაესობის, ვერც დამოუკიდებელი სასამართლოს და ვერც დემოკრატიის გზაზე. მყარად იმკვიდრებს საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში ადგილს, რომლის ადგილიც ნატოში და ევროკავშირში ვერ იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია