მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
29 სექტემბერი 2021
მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ - განათლების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – online.emis.ge
   
27 სექტემბერი 2021
„ოცნების“ მარცხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი გახდება - თინა ბოკუჩავა
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ექნებათ ძალიან მწვავე რეაგირება. ამიტომ მე მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალები გაუსწორონ, რეალურად დემოკრატიული არჩევნების მცდელობა მაინც ჰქონდეთ „ქართულ ოცნებას“, რათა ქვეყანამ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
   
27 სექტემბერი 2021
ქართველებსა და აფხაზებს არსად წასასვლელი არ გვაქვს, ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ - დავით ზალკალიანი
"ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის, რომელიც, მიმართული იყო როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა წინააღმდეგ. ამ ომს შეუძლებელია ჰყავდეს გამარჯვებული. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა ძმებმა განვიცადეთ, უკვე მრავალ წელს ითვლის და კვლავ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. ამ ჭრილობას მხოლოდ ჩვენი გაერთიანება და მშვიდობიანი თანაცხოვრება მოაშუშებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები – არა მხოლოდ აფხაზეთი, რომელიც დროებით მოწყვეტილი კუთხეა – არამედ აფხაზების სიყვარული, მათთან მეგობრობა, ის კულტურა და ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვაერთიანებდა. ჩვენ ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ და შეუძლებელია ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები გვყოფდეს".
   
23 სექტემბერი 2021
არჩევნები ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე ტარდება - რომან გოცირიძე
„დედამიწის ზურგზე არავინ აღარ არსებობს, ვინც ხელისუფლებამ არ გადაიმტერა. ამერიკა, ევროკავშირი, არასამთავრობოები და ოპოზიცია ხელისუფლების თვალთვალისა და მუქარის ქვეშ აღმოჩნდა. ჩანაწერების გავრცელებამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას დიდი ზიანი მიაყენა. ის, რაც იცის ყველამ, იცის რუსეთის აგენტურამ და სპეცსამსახურებმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
   
22 სექტემბერი 2021
ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა შემდეგი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება - ეკატერინე ტიკარაძე
„ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
   
21 სექტემბერი 2021
არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაპტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის? - მიხეილ სააკაშვილი
„როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ის ჩვეულებრივად დაგასიაფანდებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან? არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაპტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის? მაგრად ტეხავს, უბრალოდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი, წერტილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
   
20 სექტემბერი 2021
უკონტრაქტო მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის?
„კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში“, - ასე განმარტავენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR). განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. „მოდარაჯე ნაგაზის“ პრინციპით დავაკვირდეთ, რამდენად პასუხისმგებლობიანია ბიზნესი საქართველოში.
   
16 სექტემბერი 2021
სუს-ი იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა ადამინების თვალთვალზე - რომან გოცირიძე
„სუს-ის უფროსის ყოფილი მოდგილე თუ რაღაცებს ეწეოდა, ეს „ქართულ ოცნებას“ როგორ ამართლებს? უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ ესა და ეს ლიდერი არის რუსეთის დანომრილი აგენტი და მას რაღაც ზედმეტსახელი ჰქვია-თქო, ინტერნეტში სუს-ის „ვერბორკების“ ფორმა უამრავი ყრია, რომ ამოვბეჭდო და ჩავწერო მისი გვარი და ვთქვა, ეს არის კა-გე-ბე-ს აგენტი-თქო, ეს ხომ სერიოზული არ არის, ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნება კვდება. ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია დააბრალო, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს. გრიგოლ ლილუაშვილის ყველა მოადგილე დღეს ოპოზიციაშია. სოსო გოგაშვილი წერს, სუსი უნდა დაინგრესო. იქნებ, იმან გამოიტანა? რატომ უნდა ვიმარჩიელო, ვინ გამოიტანა? როცა ფაქტი სახეზეა, დანაშაული მომხდარია და ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურა ვინ არის? – ბიძინა ივანიშვილის მორჩილი. უდიპლომო შალვა თადუმაძე ვინ არის? – მოსამართლე. სუსი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ წესრიგში ჩადგება, ამ ფორმით არ იარსებებს, იქნება მცირე უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იმუშავებს და არა ადამინების თვალთვალზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია