მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
01 დეკემბერი 2021
რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - ბადრი ჯაფარიძე
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ – ერთია ის ცვლილებები, რომელზეც მოვილაპარაკეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. მათი განცხადება ემსახურება რამდენიმე მიზანს – შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციაში, ეს იყო ასევე დემონსტრირება, რომ ძალიან ეშინიათ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება, როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
   
01 დეკემბერი 2021
ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება გვაქვს, რომ უმრავლესობა დაავადების დამძიმებას აიცილებს
კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში, ერთი კი მოგვიანებითაც.
   
30 ნოემბერი 2021
კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი.
   
26 ნოემბერი 2021
WHO/ევროპა: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.
   
22 ნოემბერი 2021
ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს, ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს - ირაკლი ღარიბაშვილი
"პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
   
18 ნოემბერი 2021
პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
   
16 ნოემბერი 2021
სააკაშვილი სუსტად გამოიყურება - თინა ბოკუჩავა
„ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან იქ არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომელთაც გული შესტკივათ, მაგრამ არიან ასევე თანამშრომლები, რომლებიც არიან მწვალებლები და სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების უფლებას. მე ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან დავასრულე მალე, მან მოიკითხა მოშიმშილეები, უპირველეს ყოვლისა, ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობაც დღითი დღე მძიმდება. ჩვენ ასევე გვქონდა სალაპარაკო კონკრეტულ საკითხზე და დასრულდა ძალიან მალე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
   
07 ნოემბერი 2021
სააკაშვილის მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა - ნიკოლოზ ყიფშიძე
„მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე. ეს არის ტრაგედია, რადგან ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. ამიტომ, მე ვთხოვ პორველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა, არ ვიცი სად, გინდათ, აქ და გინდათ, სადაც იქნება, გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში. ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის ხაზით ყველაფერი ნორმალურად არის. პირველი მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, ეს ვიზიტი იყო დაგეგმილი ადრე. თავის ტკივილი არაფერს ნიშნავს ამ წუთში, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. მდგომარეობა იქნება კრიტიკული, არ მინდა, გრაფიკულად მოგიყვეთ, რა როგორ დაეცემა. ჩემი რეკომენდაცია არის, დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა და საკითხის გადაწყვეტა, თუ რა უნდა ვქნათ სააკაშვილთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია