მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
01 ნოემბერი 2021
ბრალდება, თითქოს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური
„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
   
31 ოქტომბერი 2021
არჩევნების მეორე ტური შედგა - გიორგი კალანდარიშვილი
საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
   
30 ოქტომბერი 2021
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 39.5 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 825 129 ამომრჩეველია - ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველია. მათივე ცნობით, თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38,7%-ს შეადგენს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ და არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ. „კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე ორი საათი დარჩა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
   
28 ოქტომბერი 2021
კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარ“ ტესტით – 18 950. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 707 290 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9 918 კი, გარდაიცვალა.
   
27 ოქტომბერი 2021
სააკაშვილი საჭიროებს რეგულარულ კონტროლს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა - უკრაინელი ექიმი
„სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას".
   
26 ოქტომბერი 2021
სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით უნდა გადაწყვიტოს - არასამთავრობოები
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით".
   
26 ოქტომბერი 2021
ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება, როგორც ფიქრობენ დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან - ამირან გამყრელიძე
„ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, სხვა გენეტიკური ვარიანტია. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, ხომ არ გამოვლინდა რომელიმე ატიპური მუტაცია, რომელიც შეიძლება, იყოს კავშირში ამ ახალ შტამებთან. ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
25 ოქტომბერი 2021
ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა - ბადრი ჯაფარიძე
„როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია