მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
25 ოქტომბერი 2021
არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722 -ს შეადგენს - ცესკო
„თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069".
   
25 ოქტომბერი 2021
სოფლებში გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა, ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე
„მომხრე ვიქნებოდი, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობისას. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და გარკვეული ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37%-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება".
   
17 ოქტომბერი 2021
მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება - ცესკო
„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების ამომრჩეველთა ბაზაში ფიქსირდებიან, არჩევნების მერე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცესკო-ს ტელეფონის ნომერზე 2 56 00 56 შიდა ნომერი 0. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე, რაგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს, მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეხუთე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირველები თუ მედია წარმომადგენლები. მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს, იაქტიურონ და მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“, – განაცხადა იოსელიანმა.
   
17 ოქტომბერი 2021
მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს - ამირან გამყრელიძე
„ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
   
14 ოქტომბერი 2021
აცრა აუცილებელია, პანდემია არსად გაქრება, სჯობს მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და ეს აცრით იწყება - სალომე ზურაბიშვილი
„მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება. დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასთვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისთვის".
   
13 ოქტომბერი 2021
ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წავა - მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
"მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე და მან თავის მიმართვაში ჩაწერა ეს ყველაფერი, იმედია, გამოქვეყნდება, მინდა, თქვენ მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლებაც ერთმანეთთან გამოვნახავთ საერთო ენას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
   
11 ოქტომბერი 2021
სააკაშვილის პატიმრობა გამოწვევაა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე, დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება - სალომე სამადაშვილი
„მიუხედავად პოლიტიკური განსხავებისა, ერთი რამ არის ცხადი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება დევნა პოლიტიკური მოტივაციით. ეს არის ის პრეზიდენტი რომელმაც 2012 წელს არჩევნები როდესაც წააგო, ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას“ და გზა გახსნა, რომ ჩვენ ქვეყანას გაეგრძელებინა სვლა დასავლეთისკენ. დღეს „ქართული ოცნება“ მათ შორის პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ხელს უშლის პირდაპირ ჩვენ მომავალს ევროკავშირში, ნატო-ში და შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მონახულებაც და მასთან საუბარი, თავად როგორ ხედავს მომავალს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს წინაშე დადგა გამოწვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თანამედროვე ისტორიაში პირველად აღმოჩნდა საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
   
11 ოქტომბერი 2021
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გვერდში დავუდგებით - ირაკლი ღარიბაშვილი
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები. დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები. ამას გარდა, მიიღებენ ფულად კომპენსაციებსაც, რათა შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია